ოჯახის ახლობლებს უჭირთ მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბარი. როგორც ისინი ,,რუსთავი 2“-თან აცხადებენ, ძმებს ჰქონდათ საკუთარი კომპანია, რომელიც ლიფტების მონტაჟით იყო დაკავებული.
საეჭვოა ისიც, რომ გუშინ ღამით მათი ოფისიც გატეხეს. კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი ეჭვობს, რომ ეს მკვლელობა ამ ამბის გაგრძელებაა, როგორც ის ,,კურიერთან“ აცხადებს, მოკლული ძმებიდან ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი იყო. ინფორმაციის თანხმად, რამდენიმე თვის წინ მოკლეს მათი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელიც და სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით, მეზობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს მკვლელობა სწორედ მათ ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დიღმის მასივში, მეექვსე კვარტალში, ე.წ. წითელქუდას კორპუსში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ორი ძმა გარდაცვლილი იპოვეს. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ძმები ატარშიკოვები დააყაჩაღეს, ხოლო შემდეგ მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






