სიაში პირველ ადგილზე მანდარინია. მედიკოსთა აზრით, ამ ხილს უნდა უფრთხილდნენ ადამიანები, ვისაც აწუხებს კოლიტი, წყლული, ქოლეცისტიტი ან გასტრიტი.
ექიმები გვირჩევენ, რომ დღესასწაულზე თავი შევიკავოთ ცხიმიანი ხორცის ჭამისგან. მის ნაცვლად შეიძლება მივირთვათ ქათმის ან კურდღლის ხორცი.
დიეტოლოგები ასევე გვირჩევენ შევზღუდოთ შამპანურის მიღება. მათი აზრით ერთი ბოკალი შამპანური სრულიად საკმარისია, წინააღმდეგ შემთხვევაში გულძმარვას ვერ ავირიდებთ თავიდან. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ასევე არარეკომენდებულია გაზიანი სასმელის შერევა მაგარ სასმელთან.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ არ ღირს დღესასწაულზე ბევრი მაიონეზის მიღება, არამხოლოდ იმიტომ რომ ის საკმაოდ კალორიულია, არამედ იმიტომაც, რომ მაიონეზიანი საკვები სწრაფად ფუჭდება. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მაიონეზიანი კერძი შევცვალოთ მცენარეულ ზეთზე დამზადებული სალათებით.
მასალის გამოყენების პირობები






