როგორც პროკურატურის წარმომადგენლემა აღნიშნა, გამოიძიების ინტერესებიდან გამოდინარე, მიზანშეუწონლად მიიჩნევს, გასცეს ამ ტიპის ინფორმაცია. სავარაუდოდ, შესაძლო ეს ინფორმაცია მოგვიანებით გახდეს ცნობილი.
არაოფიციალური მონაცემებით, შპიონაჟი ხორციელდებოდა რუსეთის სასარგებლოდ.
ლიტვის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ნაადრევია უფრო ვრცელი ინფორმაციის გავრცელება, თუმცა ადასტურებს, რომ პროკურატურაში აგენტობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.
სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის წარმომადგენელი მიუთითებს იმაზე, რომ ეჭვმიტანილები დაკავებული იყვნენ შიაულაიში და ეს არის ნატოს საავიაციო ბაზა, ხოლო დაკავებულთაგან ერთ-ერთი არის საჰაერო ძალების ოფიცერი. ხოლო ლიტვის სეიმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შესაძლოა აგენტების სამიზნე სწორედ ნატოს ბაზა იყო.
ბალტიისპირეთში ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, საეჭვო ინციდენტი დაფიქსირდა ესტონეთშიც, ნატოს საჰაერო პოლიციის ბაზაზე. როგორც მედია იტყობინება, მოხდა შეღწევა გერმანელი პილოტების ოთახში, რომლებიც ახორციელებდნენ ესტონეთის საჰაერო სივრცის დაცვას. არ გამოირიცხება, რომ ეს ინცდიენტიც დაკავშირებულია აგენტურასთან. გერმანელი დაზვერვის წარმომადგენლების მეირ ხორციელდება კომპიუტერების შემოწმება.
მასალის გამოყენების პირობები






