მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნ გარდაცვლილთა საერთო რაოდენბა 22-ს შეადგენს.
პარასკევს დილით სამაშველო ჯგუფებმა სამძებრო ოპერაციები გაანაახლეს. თუმცა შავი ყუთი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
თვითმფრინავი А320-200, რომელიც რეისს ინდოეთის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან 42 წუთში რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავის ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. არანაირი განგაშის სიგნალი ლაინერის ბორტიდან არ განხორციელებულა.
კატასტროფიდან 2 დღის შემდეგ ლაინერის ნაწილები, ბაგაჟი და გარდაცვლილთა სხეულები იავანის ზღაში აღმოაჩინეს. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო სამძებდო სამუშაოების წარმოება მუდმივად ვერ ხერხდებოდა.
ამ დოისთვის კვლავაც უცნობია თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები.
ბოტზე მყოფი მგზავრბიდან 157 ინდონეზიის მოქალაქე იყო, 3 – სამხრეთ კორეის, ერთი – მალაიზიის და ერთი – სინგაპურის.
მასალის გამოყენების პირობები






