შს მინისტრის მოადგილე მინისტრის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას აგრძელებს
სამართალი - 09:58, 31 Dec, 2014     2352

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ყველა სტრუქტურული დანაყოფი შეუერთდა. ქარელის რაიონში მცხოვრებ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი იაკობ გეგეშიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ხადური, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ეწვივნენ.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები კასპში და ქარელის რაიონში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში – თამარაშენში, კნოლევში, აბანოში, ცერონისში, კოდაში, ჭვრინისში, ავლევში, ატოცში მცხოვრებ 73 ოჯახს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები გადასცეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, სოფლებში: თამარაშენი, აბანო, კოდა და ცერონისი, დამატებით კიდევ 18 ოჯახს გაუწიეს დახმარება.

შს სამინისტრო საქველმოქმედო აქციას აგრძელებს და საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მაღალმთიან რაიონებში მაცხოვრებელ, მრავალშვილიან და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს მოიცავს. აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში აღნიშნული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო სულ 1000-მდე ოჯახს დაეხმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42