ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 2015 წელს ქართულ პოლიტიკაში მოსალოდნელ პროცესებზე და ამ პოლიტიკის მთავარ მოქმედ პირებზე საუბრობს:
"მთავარი მოქმედი პირი იქნება დავით უსუფაშვილი. მის პოზიციაზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. შეიძლება ითქვას , მთელი წლის პოლიტიკას განსაზღვრავს ის, თუ როგორ მოიქცევა უსუფაშვილი.
მომავალ წელს ჯანმრთელობის პრობლემები ექნება არა მარტო უსუფაშვილს , არამედ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც. ორივე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს , განსაკუთრებით სექტემბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში მათი ჯანმრთელობა განსაკუთრებით არასტაბილური იქნება.
მე ვიცი რომ უსუფაშვილი ძალიან უკმაყოფილოა თავად რესპუბლიკური პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებით. არ არის გამორიცხული ის საკუთარ პარტიას გაემიჯნოს . თუმცა უფრო დიდი შანსია , ვინც ურევს, პარტიიდან ის ხალხი გაუშვას.
პრეზიდენტს ასტროლოგი ძველი გარეგნობის დაბრუნებას ურჩევს:
„მე ვურჩევდი , დაუბრუნდეს ძველ, საკუთარ სტილს , ანუ შეიცვალოს გარეგნობა. გახდეს ისეთი როგორიც იყო . გახსოვთ , როგორი იყო გაპრეზიდენტებამდე? წვერებით,ლამაზი, ზოგჯერ დაბრიოლინებული თმით, მსახიობს და ფილოსოფოსს გავდა. გარეგნობა ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს და მარგველაშვილი ამის ნათელი მაგალითია,როგორც კი მან შეიცვალა სტილი, შეიცვალა ადამიანიც, მისი ქცევები, სიტყვები, გამოთქმები,... ამიტომ ვურჩევ , რომ ძველი სტილი დაიბრუნოს!“
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






