შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა 2014 წლის საქმიანობა შეაჯამა
სამართალი - 16:59, 30 Dec, 2014     1167
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის წინაშე 2014 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.
ანგარიში მოიცავდა დეპარტამენტის მიერ 3 ძირითადი მიმართულებით (ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, დონორთა კოორდინაცია და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა) გაწეულ სამუშაოს და მიღწევებს.
საკითხებს შორის იყო: ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP), ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, NATO-ს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) თანამშრომლობის არეალების გაფართოება, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შსს–ს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოორდინაცია და სხვა.
2014 წლის განმავლობაში დეპარტამენტის ჩართულობით ინიცირებული და მიმდინარეა 17 პროექტი. 2010-11 წლებთან შედარებით მოზიდული დაფინანსების საერთო მოცულობა 7-ჯერ და მეტად არის გაზრდილი. პროექტებისა და თანამშრომლობის ფარგლებში გადამზადდა 2195 სამართალდამცავი.
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფორმა 11 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და პოლიციის, რეადმისიის, საგანგებო სიტუაციების მართვის და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის სფეროში თანამშრომლობას მოიცავს.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინაციით განხორციელდა შს მინისტრის ორმხრივი ვიზიტები დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და ლატვიაში, ასევე გაიმართა მაღალი თანამდებობის პირთა სამუშაო შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42