შსს თანამშრომლების დაზრღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 13:26, 30 Dec, 2014     1728

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის ტენდერის ჩაშლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"კოალიცია „საზოგადოებრივმა ინიციატივამ“ მედიის საშუალებით გაავრცელა ცნობა, თითქოს შინაგან საქმეთასამინისტროს თანამშრომელები სამედიცინო დაზღვევის გარეშე რჩებიან.

გვსურს ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, რომელიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკლებლივ ყველა თანამშრომელს 2015 წელს შეუნარჩუნდება სამედიცინო დაზღვევის იგივე პირობები, რომელიც ჰქონდათ 2013-2014 წლებში. ასევე, თანამშრომელთა ოჯახებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მოქნილი და საიმედო სადაზღვევო პაკეტებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველსაყოფად დაიცვა კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა: ჩაატარა ბაზრის კვლევა, გამოაცხადა ორი ტენდერი და კონკურენტულ პირობებში შეარჩია მზღვეველი კომპანიები. მომსახურების შესყიდვა ყველაზე ოპტიმალური სადაზღვევო პაკეტების მიხედვით, 2015 წლიდან მოხდება სადაზღვევო ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი ფასებით.

მოვუწოდებთ ორგანიზაცია „საზოგადოებრივ ინიციატივას“ თავი შეიკავოს განცხადებების გაკეთებისგან იმ საკითხებზე, რომელშიც არავითარი გამოცდილება არ აქვს და საკუთარი ცნობების სიზუსტე ამ საკითხზე არც კი გადაუმოწმებია. ასევე, ვთავაზობთ შსს თანამშრომლების სადაზღვევო პაკეტზე თავად ჩაატაროს ბაზრის შესწავლა და მოგვაწოდოს პაკეტის ღირებულების საკუთარი შედეგები იმ პირობით, რომ თუ ის ამჟამად მიღებულ ფასზე მაღალი იქნება - ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ საჯაროდ მოუხდის ბოდიშს შინაგან საქმეთა სამინისტროს", - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" ინფომაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის ტენდერი ჩაიშალა და 27 000 თანამშრომელი და მათი ოჯახები დაზღვევის გარეშე დარჩნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42