30 ყველაზე ხშირი და დიდი ტყუილი ყოველდღიურობაში
ეს საინტერესოა - 14:45, 23 Mar, 2018     8627
Margot lescaut-ის ძალიან პოპულარული ფეუსბუკპოსტი გაგვახსენდა და თქვენც უნდა გაგხსენო.



1. არ ვჭამ, მაგრამ ვერ ვხდები. (მჯერა რო არ ჭამ დიეტაზე როცა ხარ, მაგრამ რამდენ ხანს ხარ დიეტაზე ეგაა საკითხავი, ერთ კვირა თუ შიმშილობ და მერე სამი დღე მიასკდები, მერე კიდე ერთი კვირა შიმშილობ და ერთი დღე მიასკდები და აი ესე შიმშილ-მისკდომაში ატარებ დღეებს, რა თქმა უნდა ვერ გახდები. აბა სცადე და მინიმუმ სამი თვე დაურღვევლად იყავი დიეტაზე, როგორ

არ გახდები.)

2. დაღლილი ვარ (პასუხი გაურკვეველი წარმოშობის უხასიათოდ ყოფნაზე)

3. ხუთ წუთში მოვალ (დროის შეგრძნების არმქონე, პოხუისტი ქმრის საყველპურო ფრაზა)

4. დაქალთან ვრჩები, დასთან ვრჩები (გოგო რო დედას ატყუებს, სადმე გაძრომა რო უნდა)

5. შენ თავს ვფიცავარ (ოღონდაცა რაა)

6. დედას ვფიცავარ (დაახლოებით ისეა ზოგისთვის, როგორც ამერიკელისთვის "you know")

7. შენ უკეთესს იმსახურებ და მსგავს თავის დასაძვრენ ფრაზებზე ბევრი სტატუსი დამიწერია, ამიტომ ამას აღარ განვავრცობ.

8. ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ! - მაშინ როცა ყველაფერი ძაან ცუდადაა და რაღაცა მაინც ხო უნდა თქვას ამბის შემსწრემ.

9. რთულია ჩემთან ურთიერთობა, მძიმე ვარ - მძიმე კი არა პროსტა ღლექალა ხარ და რთული იმიტომაა შენთან ურთიერთობა რო აზრზე არ ხარ, სად როგორ მოიქცე, სად რა თქვა, საშინლად ეჭვიანი ხარ და სკანდალებს წვრილმანებისგან აწყობ, არც ლოგიკა გაქვს და არც ანალიზის უნარი. მოკლედ ღლექალა ხარ.

10. მეცოდება და იმიტომ ვერ ვშორდები ცოლს (ჰოო მააშ! მაგ ჭკუაზე ხარ! მყუდრო ბუდის მოშლა და დედად გადაქცეული მზრუნველი ცოლისგან წასვლა არ გინდა ახალი ვნების გამო, იმიტომ რომ იცი ეგ ახალი ვნებაც იგივე გზას გადის მზრუნველ ცოლობამდე და შეიძლება ვნების განელების მერე არამზრუნველი ცოლი შეგრჩეს და ემანდ დაგენძრეს, ამიტომ გირჩევნია ორმაგი ცხოვრება)

11. ხო იცი მარტო შენ მიყვარხარ, ის ნაშაა/ნაშები რაა, იმის დედაც მოვდღან და ბლა ბლა ბლა (თავის მართლება იმ შემთხვევაში თუ გაფაქტეს და სხვა გზა არ აქვს მოკლედ. რამხელა პატივია ღმერთო ჩემო, აქ როგორ არ უნდა აჩუყდე. ანუ მომავალ ხარჩოს მკეთებელ, ნასკების მრეცხავ, შვილების გამჩენ-გამზრდელად შენ მოგიაზრებს და გართობა, კაი პონტი, კლუბი, რესტორანი მხიარულება

და ა.შ. რო მოუნდება "იმის დედაც რო მოვდღან", იმასა)

12. მე-ე პირში თქმა მიყვარს, ზურგს უკან ჭორაობას მირჩევნია მოვიდე და პირში გითხრა სათქმელი (ჰოოდე!) – (ერთი ხეპრე დედაკაცი, მეორე ხეპრე დედაკაცს რო ეკამათება), ჰოდა მაში მტყუნის, რამდენიც ორი იმდენს ზურგს უკან არ ჭორაობ.

13. მიხარია რომ კარგად ხარ და ბედნიერი (ყოფილი ყოფილს) - კეერქი რაა.

14. ვგიჟდები შენზე, ძაან მიყვარხარ (თინეიჯერი დაქალი თინეიჯერ დაქალს, არადა რეალურად ეს ხო ორი მტრული ბანაკია, ჩამქრალი ვულკანი, რომელიც მაშინ იწყებს ამოქმედებას, როცა ჰორიზონტზე სიმპატიური ბიჭი ჩნდება, ორივე რო ეპრანჭება)

15. ცხოვრებაში აღარ დავლევ. (ოოოოოF!)

16. ვსიო ეს ბოლოა (იგროკი) - დიდი ფეისპალმი

17. მე განა სიმთვრალე მალაპარაკებს (გულაჩუყებული ლოთი :ბრრრრრრრრრ:)

18. ვსიო ჩემი თავის ფასი უნდა ვისწავლო (კაცზე გაბრაზებული ქალის მუქარა) - ვერ ისწავლი, იმიტომ რომ ძაან სასაცილო და ყალბი გამოჩნდები და ეგრევე გაიყიდები. რაც არ გაქვს, არ გაქვს, მორჩა!.

19. ორშაბათიდან დიეტაზე ვდგები (მერამდენე ორშაბათია?)

20. შენს მეტი არავინ მყავს (ძაან საშიში კატეგორიაა, მუდმივი მსხვერპლის როლით აღწევენ ნელ-ნელა ყველაფერს რაც უნდათ. მეზიზღებიან)

21. თუ რამეა აქა ვარ (ამის მთქმელი თითქმის ყოველთვის მიუწვდომელია, „როცა რამეა“ ან არასდროს არაა კომპეტენტური მოცემულ სიტუაციებში და ეს კარგად იცის, ამიტომ „თუ რამეა ყოველთვის სხვაგან არის“)

22. დედის სულს გეფიცები, მამის საფლავს გეფიცები (კაი დედა როცა ცოცხალია, დაფიცებას აზრი აქვს, აი მკვდარს რო იფიცებ, იმას მეტი რაღა უნდა მოუვიდეს? აზრი რა არის, ანუ შენი ფიცის დარღვევით, სამოთხიდან გამოიყვან და ჯოჯოხეთში გაამწესებ?)

23. აი ეხლა არა ვარ ქალაქში.

24. აი ამ ლამაზ ოჯახს მინდა ვუსურვო (სადღეგრძელოში ადამსების ოჯახიც კი ლამაზია)

25. ტრადიციული სადღგერძელოები თავიდან ბოლომდე.

26. ანგარიში გამითავდა და ვერ გწერდი.

27. დამიჯდა (პასუხი რატო გქონდა ტელეფონი გამორთული?-ზე)

28. აუ მკიდია რაა - (სინამდვილეში ნაწყენი ხარ)

29. ეგ გაჟიმული მყავს (ნუ ეხლა)

30. არაფერი (პასუხი რა მოგივიდა?-ზე)








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42