ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა
სამართალი - 16:18, 29 Dec, 2014     1343

2014 წელს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი 19 მკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას IDFI ავრცელებს. ორგანიზაციამ ინფორმაცია მთავარი პროკურატურისგან გამოითხოვა.

„2009-2014 წლებში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობათა ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების 45 შემთხვევა ფიქსირდება. საქართველოს პროკურატურიდან მიღებული მონაცემების მიხედვით 2009-2014 წლებში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების 45 შემთხვევიდან 16 შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, ხოლო დანარჩენი 29 შემთხვევა რეგიონებში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით ზოგადად მკვლელობებზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის 2014 წლის 11 თვის მაჩვენებლები არ არის გამორჩეული განვლილ წლებთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად გაზრდილია მასში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების პროცენტული წილი.

IDFI-ის მიერ ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მოთხოვნილი იქნა აგრეთვე უშუალოდ მეუღლეთა შორის დაფიქსირებული შემთხვევების და მსხვერპლის სქესის დაკონკრეტებით, თუმცა, როგორც პროკურატურამ განმარტა აღნიშნული ხასიათის სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება მათ მიერ არ ხორციელდება.

დეტალურად საქართველოს პროკურატურიდან მიღებული მონაცემები 2009-2014 წლებში მკვლელობების შემთხვევებზე, მათ შორის ოჯახური ძალადობით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42