პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე საჯარო დისკუსია დაიწყო
სამართალი - 16:40, 27 Dec, 2014     1525

„ქორთიარდ მარიოტში“ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, დისკუსიაში მონაწილეობის მიღების საშუალება არამარტო საბჭოს წევრებს, არამედ საკითხით დაინტერესებულ ყველა სფეროს წარმომადგენლებს მიეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსია იუსტიციის მინისტრმა, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, გახსნა.

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა, რომელიც პროკურატურის რეფორმის მიმართულებებზე იმსჯელებს.

პროკურატურის რეფორმირების დავალება თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისაგან მიიღო. სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ახლებურად იქნება გააზრებული პროკურატურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ადგილი ხელისუფლების შტოებს შორის; მისი მუშაობის ინსტიტუციური ჩარჩო; მთავარი პროკურორის დანიშვნის, მისი ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხი. ახალმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს პროკურატურის სრული შეუქცევადი დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისაგან, მისი დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბება და კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცება საქართველოში.

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მიზანია, შეიმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში უწყებათაშორის საქმიანობას. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42