შს მინისტრმა კონკურსში "არა ძალადობას" გამარჯვებულები დააჯილდოვა
სამართალი - 15:44, 27 Dec, 2014     2069

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები და მოქალაქეები დააჯილდოვა. მინისტრმა გამარჯვებულებს მადლობის სიგელები, შსს-სგან და გაეროს ქალთა ორგანიზაცია „UN WOMAN“-ისგან საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა და გამარჯვება მიულოცა.

გამარჯვებული ჟურნალისტები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ტელესიუჟეტის ავტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი გახდა; საუკეთესო სტატიის ავტორად ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე დასახელდა; საუკეთესო რადიოსიუჟეტისთვის პრიზი „რადიო პალიტრა“-ს ჟურნალისტ ხათუნა გაგნიძეს გადაეცა. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მხარდაჭერისთვის სპეციალური პრიზი ტელეკომპანია „იმედი“-ს თოქ-შოუ „რეაქციის“ წამყვან ინგა გრიგოლიას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „პირველი სტუდიის“ წამყვან ეკა მიშველაძეს და ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „სამოთხის ვაშლები“-ს წამყვან ნინო ზაუტაშვილს გადაეცათ. კონკურსის ჟიურის რჩეულები გახდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ორ ჯგუფი კონკურსისთვის შექმნილი ვიდეორგოლებისთვის: „ნუ შენიღბავ ძალადობას!“ და „სოლიდარობა დაგვიცავს ჩვენ!“.

ჟურნალისტური ნამუშევრები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი გვანცა ასათიანი, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე.

მინისტრმა ასევე დააჯილდოვა კონკურსში გამარჯვებული მოქალაქეები, რომლებიც „ფეისბუკზე“ ხმების რაოდენობით გამოვლინდნენ. საუკეთესო ფოტოს ავტორი ალეკო აბალაკი გახდა, საუკეთესო დიზაინის ავტორად ანა მაჭარაშვილი დასახელდა, საუკეთესო სლოგანის ავტორი კი ანა ყვავაძე გახდა. კონკურსის ჟიურის სიმპათია დაიმსახურეს სლოგანის ავტორმა თამარ ტვილდიანმა და ფოტოს ავტორმა თინათინ მახათაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42