გაუმდნარი ყინულის ტბა, ანუ ელგიგიტანი - ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია დედამიწაზე. სამეცნიერო წრეებში დღემდე კამათობენ მისი წარმოშობის შესახებ.
უძველესი ტბის ფსკერზე ნაპოვნი მინერალებისა და წყალმცენარეების შესწავლას რამდენიმე წელი დასჭირდა. ამ პერიოდში მეცნიერებმა მათთვისაც კი მოულოდნელი დასკვნები გააკეთეს.
მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ ტბას არამიწიერი წარმოშობა აქვს. და თუ ადრე ივარაუდებოდა, რომ ის შეიძლება შიდა აფეთქების შედეგად წარმოქმნილიყო.
ქვიშაში აღმოჩნდა პატარა ბურთულები, რომლებიც მინისგან და რკინის წვეთებისგან შედგებოდა. ასეთ ბურთულებს მეტეორიტების დაცემის ადგილებში პოულობენ. შესაბამისად, იდუმალი ტბა მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.
მეცნიერებმა განსაზღვრეს ასაკი და დაადგინეს, რომ დაახლოებით 8-9 ათასი წლით ადრე პოლარული უდაბნოს ადგილას საკმაოდ დიდი ბუჩქნარი ხარობდა.
წყარო: http://www.etanews.ge/
მასალის გამოყენების პირობები






