პროკურატურაში ახალი სამმართველო, რომელიც უკანონოს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე იმუშავებს, უახლოეს ხანებში შეიქმნება.
ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
„პროკურატურაში უახლოეს ხანებში შეიქმნება სამმართველო, სადაც თავს მოიყრის ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ქონების ჩამორთმევას, პატიმრებისა და სხვა პროცესის მონაწილე პირების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება. სამმართველო თითოეულ ფაქტზე რეაგირებას ეფექტურად და სწრაფად მაოხდენს”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ იქნებიან სამმართველოს თანამშრომლები და ვინ უხელმძღვანელებს მას, შოთაძე აცხადებს, რომ ეს ჯერჯეობით უცნობია.
პრემიერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულების გეგმას ხელისუფლება არაუგვიანეს თებერვლისა წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






