პროკურატურის გამომძიებლებმა „რადიო თავისუფლების“ ბაქოს ბიურო დახურეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
როგორც ბაქოს ოფისის დირექტორი ქენან ალიევი ამბობს, აზერბაიჯანის პროკურატურის გამომძიებლები შეიარღებული პოლიციელებით შევიდნენ რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში და ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს.
მისივე თქმით, მოწმეთა თანდასწრებით ამოიღეს დოკუმენტაცია და შემდეგ ბიუროს თანამშრომლობს შენობის დატოვება აიძულეს.
"მათ წარმოადგინეს ჩხრეკის ორდერი. რადიოს შიდა ტელეფონები და ინტერნეტი გათიშულია. რადიოს თანამშრომლებს ეკრძალებათ საკუთარ სამუშაო კომპიუტერებთან მიახლოება," - ნათქვამია „რადიო თავისუფლების“ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ჩხრეკის შედეგად წაღებულია კომპიუტერები და დალუქულია ოფისი.
აზრებაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები რადიოსადგურში მიმდინარეობს როგორც არაკომერციული რადიოს საქმიანობის ფარგლებში, რადგან ის უცხოეთიდან ფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები






