დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება მიმდინარე წლის 16-დან 28 იანვრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - www.hr.gov.ge.შეუძლიათ.
შერჩევის პირველი ეტაპი პროფესიულ ტესტირებას გულისხმობს, შემდეგ ეტაპზე გადასული მონაწილეები კი გასაუბრებას სამინისტროს საკონკურსო კომისიაში გაივლიან. წარმატებული კანდიდატები რეგიონალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში დასაქმდებიან.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში ფერმერთა მოთხოვნილებების შესაბამისად განისაზღვრება პრიორიტეტები და შემუშავდება რეკომენდაციები, აქვე მოხდება ახალი ტექნოლოგიების შერჩევა-დანერგვა ექსპერიმენტული და საცდელი-სადემონსტრაციო მეურნეობების სახით.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამსახურების მიზანია, განსაზღვროს ფერმერთა გაერთიანებების ოპტიმალური ფორმირება და ხელი შეუწყოს კოოპერირების პროცესს. აღნიშნულ სამსახურს რეგიონებში დღეს არსებული სასოფლო-სამეურნეო მანქანების ცენტრების განვითარება და ახალი ცენტრების ჩამოყალიბება, მარკეტინგული ინფორმაციის გავრცელება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაც დაევალება.
მასალის გამოყენების პირობები






