როგორც მელია, ასევე მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ ბრალდებას საქმესთან მიმართებაში მტკიცებები არ ჰქონდა წარმოდგენილი.
შსს განცხადებით, მელია უშუალოდ იყო ჩართული ბანკი ,,ქართუს’’ გაკოტრების სკითხში, ეს უკავშირდება იმ პერიოდს როცა მელია ხელმძღვანლობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს.
მელია ბრალს არ აღიარებს, რაც შეეხება 80 მილიონს, მელიამ დაკითხვაზე შესვალმდე აცხადებდა, რომ მისი ვარაუდით გამოძიებას შეკითხვები ექნებოდა სწორედ 80 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა ჯარიმის სახით გადაიხადა, და რომელიც სტიქით დაზარალებულ კახეთის რეგიონს უნდა მოხმარებოდა, ეს ის თანხაა, რომელიც უკანვე დაუბრუნდა პრემიერ-მინისტრს, თუმცა მელიას განცხადებით, ამ თემაზე გამოძიებას კითხვები არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს ჯაბა ებანოიძეს, შემოსავლების სამსახურის 3 ყოფილ თანამშრომელს და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ბრალი უკვე წაუყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






