უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ჩაბოტარმა 23 დეკემბერს თავის სამუშაო კაბინეტში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, ბრიფინგის თემა მინისტრის მოადგილის კაბინეტში აღმოჩენილი მოწყობილობა იყო, რომელიც აფიქსირებდა ყველაფერს, რაც მის კაბინეტში ხდებოდა.
ჩაბატარი სამინისტროში საკადრო საკითხს , სამინისტოს იურიდიულ პოლიტიკას და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებს კურირებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით არსებობს სამი ვარიანტი , ვისაც შეეძლო ეს მოწყობილობა მინისტრის მოადგილის კაბინეტში დაემონტაჟებინა, მათ შორისაა კორუმპირებული მილიციონერები, რომელსაც მინისტრი სამსახურიდან უშვებს, მათ გაშვებას კი დოკუმენტურად სერგეი ჩაბოტარი აფორმებს, უკრაინის უშიშროების სამსახური ან რუსული სპეცსამსახურები.
კამერა ჩამონტაჟებული იყო კარის ჩარჩოში, მას მუდმივი კვების გააჩნდა და ინფორმაციას რადიოარხით გადასცემდა.

მასალის გამოყენების პირობები






