ჰონგ კონგში, საინკასაციო ავტომობილი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც 35 მილიონი ჰონგ კონგური დოლარი გზაზე მიმოიფანტა.
ამ ფაქტმა ავტობანზე მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. მანქანებიდან გადმოსული მძღოლები კუპიურების შეგროვებას ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტირებისას საინკასაციო ფურგონში სულ 525 მილიონი ჰონგ კონგური დოლარი იყო, რაც 68 მილიონი ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.
შეჯახების შედეგად, გზაზე 4,5 მილიონ აშშ დოლარამდე მიმოიფანტა. სამართალდამცველებმა მათი უმეტესობის მოგროვება შეძლეს. თუმცა, თვითმხილველების განცხადებით, ადგილზე პლასტიკურ კონვერტებში დაფასოებული მსხვილი კუპიურების შეკვრებიც იყო და ერთ-ერთმა გამვლელმა ქალბატონმა სულ მცირე ათი ასეთი შეკვრის მოგროვება და ადგილიდან მიმალვა შეძლო.
ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს და მოსახლეობას ფულის დაბრუნებისკენ მოუწოდებს.


მასალის გამოყენების პირობები






