პატრიარქი: ამ 37 წლის განმავლობაში სასოწარკვეთა არასდროს ყოფილა ჩემში
რელიგია - 15:01, 25 Dec, 2014     2291

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, იმ ხნის განმავლობაში, რაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელია, სასოწარკვეთა არასდროს დაუფლებია.

ამის შესახებ პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, სადაც პატრიარქობისას განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ამ ხნის განმავლობაში, ის ყოველთვის ხედავს საქართველოს გაჭირვებას, თუმცა, იმედი არასდროს დაუკარგავს.

„მე ვხედავდი იმ გაჭირვებას, რომელშიც იყო საქართველო და ჩვენი ეკლესია. ამავე დროს, მე ვხედავდი, რომ ძალიან ახლოს ვიყავი ღმერთთან და ღმერთი ახლოს იყო ჩვენთან, ამიტომ ამ 37 წლის განმავლობაში არასდროს სასოწარკვეთა არ ყოფილა ჩემში. ვხედავდი ღვთის წყალობას, იმ მადლს, რომელიც მოეფინა და ეფინება საქართველოს“, - განაცხადა ილია მეორემ.

მეუფე დავითის შემდეგ უწმინდესს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბიონიდან მიმართა და აღსაყდრების 37-ე წელი მიულოცა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ამ 37 წლის განმავლობაში ურთულესი განსაცდელები გამოიარა. მისივე თქმით, პატრიარქი ერისათვის იმედთან ასოცირდება, ერისთვის კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის, მამულიშვილური სიყვარულის მაგალითია.

პატრიარქის აღსაყდრებიდან დღეს 37 წელი შესრულდა. ამასთან, დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღევლინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42