საქართველოს საგარეო პოლიტიკის უნაყოფობა და რუსული საფრთხის ახალი მასშტაბები - შარაშენიძე
პოზიცია - 14:36, 25 Dec, 2014     3754

რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ შეთანხმების პროექტის მიხედვით რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ინტეგრაცია იგეგმება, ოკუპირებული რეგიონთან მიმართებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების ფუნქციას მოსკოვი თავის თავზე იღებს. ერთიანდება რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ "ჯიპას" პროფესორს, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა:

ექსპერტის აზრით, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გასაფორმებელ ე.წ სამოკავშირეო შეთანხმებასთან დაკავშირებით სამი მომენტი უნდა გამოიყოს:

„პირველი ეს არის ეტაპობრივად ანექსიის გაგრძელება და ეს განხორციელდა კიდევ უფრო თავხედურად, ვიდრე აფხაზეთის შემთხვევაში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარკვეული წინააღმდეგობა გაუწია.

მეორე - სრული უნაყოფობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის , რამაც საბოლოოდ ეს შედეგი გამოიღო.

მესამე მომენტი არის ის, რომ ეს შეთანხმება ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის, რადგანაც რუსეთს სამხრეთ ოსეთის ძალოვანების სახელით შეეძლებათ სპეცოპერაციების ჩაატარება, საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობა.“- აღნიშნავს შარაშენიძე.

ე.წ შეთანხმების პროექტი რუსეთსა და ცხინვალს შორის გამშვები და საბაჟო პუნქტების გაუქმებასაც ითვალისწინებს, ექსპერტის აზრით იმისდა მიუხედავად , რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, ის არც ამ ორგანიზაციის წესებს უყურებს სერიოზულად:

„საბაჟო პუნქტების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს შეუძლია უჩივლოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რუსეთი არც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს უყურებს სერიოზულად.“- აცხადებს შარაშენიძე.

შეგახსენებთ, მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2015 წლის დასაწყისში იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42