თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები მოსამართლეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, მტკიცებულებების შეკრების ფარგლებში შსს-დან დოკუმენტი გამოითხოვეს, თუმცა სამინისტროს აღნიშნული დოკუმენტი კანონით განსაზღვრულ ვადებში არ მიაწოდა.
ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, ამის შემდეგ მათ სასამართლოს მიმართეს, რომ შსს-სთვის დაევალებინათ გამოთხივილი მასალების ადვოკატებისთვის გადაცემა. როგორც სამუშაიმ განმარტა, მოსამართლის თანაშემწისგან მოუვიდათ პასუხი, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცეს ამ შინაარსის განჩინება.
„თუ ასე "წარმატებით" განვითარდა მოვლენები ჩვენს ალბათ მალე ვიხილავთ იმ ფაქტსაც, რომ მანდატურები განიხილავენ ჩვენს შუამდგმოლობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვაძლევს ინფორმაციას, აქვს თუ არა "დელტაკომთან" ან სხვა კომპანიებთან საიჯარო ობქტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურეობის შესახებ საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული. ეს არის ღია ინფორმაცია. ინფორმაციას იმიტომ არ გვაძლევენ, რომ ძალიან ასტრონომიულ თანხებზე სავარაუდოდ საუბარი და ამის დამალვა უნდათ“, - აცხადებს ლევან სამუშია.
მასალის გამოყენების პირობები






