რა შემთხვევაში იკრძალება ნათლობით დაკავშირებულ ადამიანებს შორის ქორწინება
რელიგია - 23:41, 18 Jan, 2018     82597

იმასთან დაკავშირებით, თუ რა საეკლესიო კანონები მოქმედებს ნათლია-ნათლულებს შორის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, გიორგი (სხირტლაძე) საუბრობს:

"სულიერი ნათესაობის მიხედვით ქორწინების აკრძალვა თავდაპირველად ბიზანტიაში გვხვდება იმპერატორ იუსტინეს კანონებში. მე–6 მსოფლიო საეკლესიო კრების მიხედვით, სულიერი ნათესაობა ხორციელს უტოლდებოდა და დაუშვებელი იყო ქორწინება. მე–19 საუკუნეში კი საეკლესიო კანონებში არ იყო მოხსენიებული მეორე თაობის შემდგომ სულიერი კავშირის გამო ქორწინების აკრძალვის აუცილებლობა. ამგვარ სიტუაციაში ქორწინების უფლება დაეკისრა ადგილობრივი ეკლესიების კანონმდებლებს თუ ეპისკოპოსებს. ანუ საეკლესიო კანონიკით, განსაზღვრული წესის მიხედვით, მირონით ნათესავებს შორის ქორწინების უფლება მიენიჭა ეპისკოპოსს ან ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდს, რომელსაც შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაუშვას ასეთი ქორწინებები. ამას ეწოდება იკონომია, ანუ შეწყალება, განგება.

შეუძლიათ თუ არა ერთი ნათლიის მიერ მონათლულ ადამიანებს, ანუ სულიერ და–ძმებს ქორწინება, ყველა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესია ინდივიდუალურად წყვეტს. მაგალითად, საბერძნეთის და რუმინეთის თანამედროვე მართლმადიდებლური ეკლესია ამგვარ ქორწინებებს უშვებს. რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი შეუღლება იკრძალება მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის. სწორედ ამგვარი კანონი არსებობს ძველ ქართულ საეკლესიო სამართალშიც, სადაც მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინება იკრძალება.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე კათოლიკოს–პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით დაწესდა საეკლესიო იკონომია, ანუ შეწყალება და მომავალში თუ ამის პრეცედენტი შეიქმნება, მათ შორის ქორწინება დაიშვება. მოყვანილი ისტორიულ–კანონიკური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სწორი, საფუძვლიანი და კანონიკურად გამართლებულია."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42