სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ მცირე ტაიმ-აუტს იღებს. იანვრის შუა რიცხვებიდან რუსთავი 2-ის ეთერში ახალი სერიალი დაიწყება. მძაფრსიუჟეტიან დეტექტივში თბილისური კრიმინალური ისტორიის გამოძიებაა ასახული,
პროდიუსერ მიშა მშვილდაძის განცხადებით, იდეა კლუბში მომხდარი კონფლიქტის გახსენების დროს გაჩნდა, რომელშიც შემოქმედებითი ჯგუფის რამდენიმე წევრიც მონაწილეობდა. მშვილდაძის თქმით სცენარი მათ ამ ისტორიის შესაძლო განვითარების მიხედვით შექმნეს და მთავარი ამ სერიალში არის ის თუ როგორ ართულებს სიტუაციას ნახევრად ნათქვამი სიმართლე და გამოძიებასთან ნახევრად თანამშრომლობა.
პროდიუსერის თქმით სამი მთავარი პერსონაჟის შემსრულებელი მამაკაცები, ცნობილი მსახიობები არ არიან. ასევე სერიალში მონაწილეობს დათო როინიშვილი, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებში“ რეჟისორ ხერხეს როლს ასრულებს. დეტექტივში პროკურორის როლს დავით დარჩია შეასრულებს, ასევე სერიალში მონაწილეობას მიიღებენ თინა დალაქიშვილი და ქეთი ხიტირი,
სერიალი რუსთავი 2-ის ეთერში 17 იანვრიდან ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში გავა.
მასალის გამოყენების პირობები






