ვარკეთილში 15 დეკემბერს 19 წლის დავით ხარაიშვილი შეყვარებულის ოჯახის წევრებმა მოკლეს. როგორც ჩანს, ხარაიშვილმა გარდაცვალებამდე იცოდა, რომ მას ვიღაც მოსაკლავად დასდევდა. მან ამის შესახებ მეგობარსაც აცნობა.
„მოსაკლავად დამდევენ, მეძინა, ვიღაცები ამოვარდნილან სახლში, თურმე კარზე აბრახუნებდნენ. დედაჩემმა მითხრა, ვინმეს რამე ხომ არ დაუშავეო. არ ვიცი, ვინ იყვნენ. შავი მანქანით ყოფილან, ჯერ კორპუსის წინა მხრიდან მოსულან, მერე უკან დაუყენებიათ მანქანა. მეზობლისთვის უკითხავთ, ხარაიშვილი აქ ცხოვრობსო? აბრახუნებდნენ თურმე ჩვენს კარზე, მერე მეზობლის კარზე. არ ვიცი, ვინ შეიძლება ყოფილიყო, არავისთვის არაფერი მიწყენინებია. მით უმეტეს, ისეთი, რომ კაცები დამდგომოდნენ სახლში. გაკვირვებული ვარ“, - მიწერა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ხარაიშვილმა მეგობარს.
19 წლის ახალგაზრდა შურისძიების ნიადაგზე მოკლეს. დავით ხარაზიშვილს ჭრილობები ზურგის არეში ცივი იარაღით შეყვარებულის, 15 წლის გოგონას ახლობლებმა მიაყენეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით გოგონას მამა "მეტრომშენის" დასახლებაში დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
წყარო: კვირის პალიტრა
მასალის გამოყენების პირობები






