რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატი და დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ნიკიტინი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ალექსანდრ ლუკაშენკო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. ვიდრე „ნაფიც მეგობრებს“ მკლავებში ჩაუვარდება“ ამასთანავე მან დაამატა, რომ ბელარუსის პრეზიდენტს შეუძლია დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობით ისარგებლოს. „რუსეთიც უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ ახალ პირობებში როგორ უნდა გააძლიეროს კავშირი ორ ქვეყანას შორის და ევრაზიული კავშირიც“
ამავე დროს ლუკაშენკოს აკრიტიკებს ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ემელიანოვიც, მისი თქმით ვიქტორ იანუკოვიჩის მაგალითმა ალექსანდრ ლუკაშენკოს ვერაფერი ასწავლა.
„დასავლეთი ცდილობს რუსეთის მოკავშირეებთან ურთიერთობები გააუმჯობესოს, მაგრამ ეს მისი ტაქტიკური თამაშია- უცნაურია, რომ ამას თავად ლუკაშენკო ვერ ხვდება. დასავლეთისთვის ის ვერასოდეს გახდება იმათიანი და თუ ის ისევ ამგვარად გააგრძელებს საუკეთესო შემთხვევაში იანუკოვიჩის ბედი ელოდება“- თვლის ემელიანოვი.
ემელიანოვის განცხადებით ლუკაშენკოს საქციელი იყო „რუსეთის ღალატი“, „ მას თბილი ურთიერთობა აქვს პეტრო პოროშენკოსთან, საქმეს იჭერს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდნენ - ეს იყო ანტი-რუსული პროექტი“- აღნიშნავს ენელიანოვი.
შეგახსენებთ 21 დეკემბერს , კიევში უკრაინის პრეზიდენტმა თავის ბელარუს კოლეგას უმასპინძლა, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ პოროშენკოს დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ ოფიციალური მინსკი მზადაა უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს.
"ეს ადრეც გითხარით და ახლაც გავიმეორებ: თუ არის ისეთი რამ, რაც გჭირდებათ ბელორუსისგან, უბრალოდ მითხარით. ჩვენ ამას 24 საათში გავაკეთებთ. ჩვენთვის ეს თამაში არაა. ჩვენ მეზობლები ვართ. მოძმე ერები. ამბობენ, რომ ლუკაშენკოს რაღაცის ეშინია. მე არაფრის არ მეშინია," - განაცხადა ლუკაშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






