ბექა გოჩიაშვილი შს სამინისტროს წერილით მიმართავს
სამართალი - 23:07, 16 Jan, 2013     964

- ამ შინაარსის წერილით ბექა გოჩიაშვილი შს სამინისტროს მიმართავს და მისი და მისი ძმის დაკითხვის ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს. აღნიშნული მიმართვა სოციალური ქსელების გავრცელდა.

 

,,ნიუპოსტი’’ უცვლელად გთავაზობთ ბექა გოჩიაშვილის მიმართვას:

,,ძალიან ვწუხვარ იმის გამო, ჩემი და ჩემი ძმის, ლაშას სახელები დაკავშირებულ იქნა კრიმინალურ ინციდენტთან. კიდევ უფრო ვწუხვარ იმ მორალური და მატერიალური ზიანის გამო, რომელიც ჩემს უფორს მეგობარს, ქალბატონ ბაია დავითაიას მიაყენეს.

 

საკითხის პოლიტიზირება ჩემი არჩევანი არ ყოფილა. როდესაც ინფორმაციამ ჩვენი დაკითხვის შესახებ გაჟონა და მედიის ყურამდეც მიაღწია, ჟურნალისტები დამიკავშირდნენ სკაიპის საშუალებით და მე მათ მოვუყევი დაკითხვის დროს ჩვენზე განხორციელებული ზეწოლის, შეუარწხყოფისა და მუქარების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა საბურთალოს პოლიციაში ამა წლის 8 იანვარს. პრეზიდენტის და ყოფილი კულტურის მინისტრის სახელები სწორედ გამომძიებლების და არა ჩემს მიერ იყო ნახსენები დაკითხვის დროს და ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება რა შუაში იყო ერთის შეხედვით ბანალურ კრიმინალურ ინციდენტთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მათი სახელების წამოტივტივება.

 

მე ძალიან გული მტკივა, რომ ამ ინციდენტის უნებლიე მონაწილე გავხდი და განსაკუთრებით მიუღებელია ჩემთვის ამ ამბის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. ვიღაცამ, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია სეიფის და შიგ არსებული ძვირფასეულობის შესახებ, შესანიშნავად გამოიყენა ახალგაზრდა, ხმაურიანი მოზარდების იქ ყოფნის ფაქტი, ჩაიდინა დანაშაული და ხელს ჩვენსკენ იშვერს საკუთარი დანაშაულის კვალის დასაფარად. რატომღაც ყველა პოლიტიკური დისკუსიების ფერხულში ჩაერთო და არავის ახსოვს, რომ ამ საქმეში ყველაზე დიდი მსხვერპლი დაზარალებული, ქალბატონი ბაიაა, რომლის მთავარი

პრიორიტეტია დაკარგულის პოვნა და არა პოლიტიკური თამაშებისთვის თვალყურის დევნება.

 

მოვითხოვ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ჩემი და ჩემი ძმის დაკითხვის სრული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ’’- აცხადებს ბექა გოჩიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42