პროკურატურამ შოთა ხიზანიშვილის ბრალდების დამძიმების შესახებ განცხადება გაავრცელა
სამართალი - 21:23, 16 Jan, 2013     519

 

 

მას ბრალად ედება:

 

პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა;

 

დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც თან ერთვოდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნული შექმნა;

 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ შოთა ხიზანიშვილმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით ბიუჯეტის სასარგებლოდ მიქცეული 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ევრო.

 

კერძოდ, კოალიცია „ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით მან ივანე მერაბიშვილის დავალებით 150 000 ევრო გადასცა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს ,ბესარიონ სურმავას.  ამ უკანასკნელს საჯაროდ უნდა გაეკეთებინა განცხადება და დაესმინა ბიძინა ივანიშვილი, თითქოსდა კოალიციის ლიდერთა ფარულ მიყურადებას აწარმოებდა მისი დავალებით. სინამდვილეში არასანქცირებული მიყურადება და პირადი ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ პროგრამისტთა ჯგუფის მიერ.

 

შოთა ხიზანიშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე, 373-ე მუხლის მე-ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით"’’- ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42