ჟიურის წევრებმა საკონკურსო ნამუშევრები შეაფასეს
სამართალი - 15:54, 22 Dec, 2014     1921

შინაგან საქმეთა სამინისტროში შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ინიციატივით წამოწყებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის და მოქალაქეებისთვის გამოცხადებული კონკურსის ჟიურის სხდომა გაიმართა. ჟიურის წევრებმა წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინეს. მათი ვინაობა საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

გამარჯვებული ჟურნალისტები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჟურნალისტური ნამუშევრები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი გვანცა ასათიანი, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, მწერალი დათო ტურაშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე.

დღესვე გამოვლინდნენ კონკურსში გამარჯვებული მოქალაქეები - ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სლოგანის, ლოგოსა და ფოტოსურათის ავტორები. საკონკურსო ნამუშევრები კამპანიის „ფეისბუკი“-ს გვერდზე აიტვირთა და გამარჯვებულები ხმების რაოდენობით გამოვლინდნენ.

კონკურსში გამარჯვებულები შსს-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია „UN WOMAN“-ისგან სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას“ 25 ნოემბერს დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42