შსს-ს წარმომადგენლებმა ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია სტუდენტებს და მოსწავლეებს გააცნეს
სამართალი - 10:29, 22 Dec, 2014     1734

შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და 10-ე საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის – „არა ძალადობას!“ ფარგლებში შეხვედრა გამართეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ღონისძიებას პირადად დაესწრო.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს იმერეთის რაჭა-ლჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უუფროსი ბესო მირიანაშვილი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადილეები გიორგი გიორგაძე და ხვიჩა ჩიხლაძე, იმერეთის რაჭა ლჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი ფილიპე ადეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმი“ და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები, ლელა ჯალაღონია, ნატო ჩხორტოლია, თეა გოლეთიანი და ია კვარაცხელია სტუდენტებს და მოსწავლეებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. უნივერსიტეტში მიმდინარე შეხვედრას ასევე შემოუერთდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.

შსს-ს წარმომადგენლებმა ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლზე ისაუბრეს. ახალგაზრდებს ასევე განუმარტეს, რომ ძალადობა დასჯადია და ხაზგასმით აღნიშნეს სამართალდამცველებთან მოქალაქეთა თანამშრომლობის აუცილებლობა, რათა მათ შეძლონ ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დახმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შსს-ს ინიციატივით 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდებს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო ოჯახში ძალადობა უკვე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენება გაიმართა, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შსს-მ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველდღიურად იმართება. შეხვედრების მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42