როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი
ეს საინტერესოა - 15:30, 21 Dec, 2014     13473
ქალების უმრავლესობა და მამაკაცების გარკვეული ნაწილი დიდ დროს უთმობს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, მათ შორის სხეულის მასას. მაგრამ იქამდე, სანამ დაიწყებთ დიეტას აუცილებელია გამოთვალოთ თუ რომელი წონა იქნება თქვენთვის ოპტიმალური. მეცნიერებმა და მედიკოსებმა ამისათვის გამოთვალეს სპეციალური ფორმულა, რომელსაც ეწოდება სხეულის მასის ინდექსი - სმი. მისი საშუალებით გამოითვლება თუ რამდენად შეესაბამება არსებული პროპორცია ბიოლოგიურ ნორმას.
გამოთვალეთ სიმაღლე.
ერთ-ერთი მაჩვენებელი არის სიმაღლე, რომლის ცოდნაც აუცილებელია ინდექსის გამოსათვლელად. მის გასაზომად საჭიროა დადგეთ კედელთან ზურგით, გაიმართოთ წელში, მიადოთ კედელს ქუსლები, თეძოები და თავი. ამის შემდეგ ფანქრით აღნიშნეთ უკიდურესი წერტილი და შემდეგ გაზომეთ მანძილი ნიშნულიდან იატაკამდე.

გამოთვალეთ სხეულის მასა.
ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ მექანიკური ან იატაკის სასწორი. რეკომენდირებულია აიწონოთ დილით, უზმოზე. სასურველია, რომ ქალებმა მენსტრუაციის პედიოში თავი შეიკავონ აწონვისგან, რადგან სხეულში გროვდება დიდი ოდენობით ფყალი და ამიტომ მიღებული შედეგი არაზუსტი იქნება დაახლოებით 1-2 კილოგრამით.

გამოთვალეთ საკუთარი სმი.
ამისათვის საჭიროა თქვენი სხეულის მასა კილოგრამებში გაჰყოთ საკუთარ სიმაღლეზე სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატში. I=m/h2 სადაც I არის ინდექსი, m არის მასა და h არის სიმაღლე.
მაგალითად: თუ თქვენი წონაა 59, ხოლო სიმაღლე 1.64. მაშინ ფორმულა მიიღებს ასეთ სახეს 59 / (1,64 x 1,64). მარტივი მათემატიკური გამოთვლის შედეგად პასუხად მივიღებთ 21.85-ს.

შეადარეთ მიღებული შედეგი ცხრილს.
რის შედეგადაც გაიგებთ გჭირდებათ თუ არა სხეულს კორექცია.
16-ზე ნაკლები - ნიშნავს მასის სერიოზულ დანაკლისს, ასეთი შედეგის მქონე ადამიანს სჭირდება გაძლიერებული კვება და სპორტით დაკავება კუნთის მასის მოსამატებლად.
16-დან 18-მდე - ნიშნავს წონის დეფიციტს, მაგრამ ნაკლებად გამოხატულს ვიდრე წინა.
18-დან 25-მდე - ექიმების მიერ მიჩნეულია ოპტიმალურ მდგომარეობად.
25-დან 30-მდე - ინდექსი აღნიშნავს მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება ზედმეტი წონა. როგორც წესი ასეთი ინდექსის ქონის შემთხვევაში საკმარისია კვების კონტროლი და აქტიურობის ზრდა.
30-ზე მაღალი - ნიშნავს, რომ თქვენს მდგომარეობას ჰქვია სიმსუქნე. მისი ეტაპების მიხედვით - პირველი, მეორე ან მესამე - თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42