ეს რვა ფაქტი დედას შენთვის არასოდეს მოუყოლია! თუ არ იცი, დროა გაიგო…
ეს საინტერესოა - 11:22, 21 Dec, 2014     63931
დედას უყვარხარ და ზრუნავს შენზე შენი სიცოცხლის პირველივე წუთებიდან. ბავშვის დაბადება– ეს უდიდესი საოცრებაა, მაგრამ მას აქვს მეორე მხარეც, რომელსაც არც ისე ხშირად ვუფიქრდებით. აი, ის რვა რამ, რაც, ალბათ, დედას არასოდეს მოუყოლია შენთვის.


1. შენ ის ტირილამდე მიგიყვანია, თანაც, ძალიან ბევრჯერ.
მან იტირა, როცა გაიგო, რომ ორსულადაა. ის ტიროდა, როდესაც მშობიარობდა და პირველად დაგიკავა ხელში. მას უტირია ბედნიერებისა და უბედურებისაგან, რადგან ის გრძნობს შენს სიხარულსა და ტკივილს, იმის მიუხედავად, ამჩნევდი თუ არა ეს შენ ამას.

2. მას სურდა, ნამცხვრის ბოლო ნაჭერი შეეჭამა!
მას მართლაც სურდა ეს, მაგრამ როდესაც დაინახა, როგორი მზერით უყურებ ნამცხვარს შენ, გადაწყვიტა, რომე შენი გახარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სურვილები.
3. ის ყოველთვის ნერვიულობს შენ გამო.
იმ წუთიდან, რაც შენ დაიბადე, ის აკეთებს ყველაფერს, რათა იზრუნოს შენზე. ყოველ ჯერზე, როდესაც სახლიდან გადიოდი, ის მოუთმენლად ელოდა შენს დაბრუნებას. ყოველთვის, როდესაც შენ ავად იყავი, ის შენ გვერდით იყო.
4. მას სტკიოდა.არა მხოლოდ მშობიარობის დროს. სანამ ორსულად იყო შენზე, მას გული ერეოდა, შენ ურტყამდი, დაბადების შემდეგ კი კბენდი, სანამ ის გაჭმევდა. შენ მას ბევრი ფიზიკური კტივილი მოუტანე!
5. მან იცის, რომ არ არის იდეალური.
ის საკუთარი თავის მკაცრი კრიტიკოსია. მან იცის ყველა თავისი შეცდომა და საკუთარი თავი სძულს მათ გამო. ბუნებრივია, მას სურდა, იდეალური დედა ყოფილიყო, მაგრამ არავინაა იდეალური, ამიტომაც, ის ხშირად ოცნებობდა წარსულში დაბრუნებაზე და ყველა შეცდომის გამოსწორებზე, ყველაფრის უკეთ გაკეთებაზე. მიუხედავად ამისა, მან უკვე გააკეთა ყველაფერი საუკეთესო შენთვის.
6. ის შენი ცქერით ტკბება, სანამ გძინავს.
მძიმე დღის შემდეგ ღრმად რომ იძინებდი, ის თვალყურს გადევნებდა, სანამ გეძინა. ამ დროს თვალები რომ გაგეხილა, დაინახავდი, რამდენი სიყვარული და სინაზე იყო მის თვალებში.


7. შენი ცრემლები მას ყოველთვის გულს უტეხდნენ.
შენი ტირილი მისთვის ყველაზე საშინელი ხმაა ამქვეყნად. ის ყველაფერს აკეთებდა შენი ცრემლების შესაჩერებლად, და ყოველ ჯერზე, როცა ეს არ გამოსდიოდა, გული ათას ნაფლეთად
8. ის ამას კიდევ ერთხელ გააკეთებდა.
იმ ტკივილისა და მწუხარების მიუხედავად, რომლის გადატანაც მოუხდა, ის შენზე უარს არასოდეს იტყოდა! შვილი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში.

ჩვენ ხშირად ვბრაზობთ დედაზე და ვფიქრობთ, რომ მას ჩვენი არ ესმის. სინამდვილეში კი, მას ჩვენთვის ყველაზე საუკეთესო სურს და ყოველთვის მზადაა, დათმოს საკუთარი ინტერესები, ჩვენი კეთილდღეობისათვის. ამაზე ღირს დაფიქრება. ამიტომაც, კარგი იქნებოდა, თუ მიხვიდოდი შენს დედასთან და ეტყოდი მადლობას იმისათვის, რაც შენთვის გაუკეთებია!

წყარო - aww.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42