ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბობოყვათის ყოფილი რწმუნებული დააკავა
სამართალი - 12:11, 20 Dec, 2014     2405
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე დააკავა.

ასევე დაკავებულები არიან სოფელ სტალინის თემის ყოფილი სპეციალისტი და სამი მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებმა, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება განიზრახეს.

"ამ მიზნით ისინი დაუკავშირდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილ რწმუნებულს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სტალინის უბნის თემის ყოფილ სპეციალისტს, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ყალბი მონაცემების შეტანა სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, თითქოს ფლობდნენ და სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით, რისთვისაც კომპენსაციის სახით საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით 98 902 ლარი მიიღეს," - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ასევე 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42