ობამამ რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ხელი მოაწერა
მსოფლიო - 13:29, 19 Dec, 2014     3991

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციეს ითვლისწინებს, , თუმცა როგორც თეთრ სახლში აცხადებენ ობამას ჯერ არ გადაუწყვეტია, აამოქმედოს თუ არა კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები.

„აშშ-ს ადმინისტრაცია ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად აგრძელებს თვალ-ყურის დევნებას უკრაინაში მიმდინარე სიტუაციაზე და თუ აუცილებელი გახდება რუსეთის ქმედებებზე მოხდება დამატებითი რეაგირება ახალი შეზღუდვების შემოღებით.“ აცხადებს ობამა.


აშშ-ს პრეზიდენტის თქმით თეთრი სახლი მზად არის გააუქმოს ადრე შემოღებული სანცქიები, თუმცა ამისთვის საჭიროა, მოსკოვმა შესაბამისი ნაბიჯები გადაგას.

კანონპროექტის ხელმოწერით ობამას უფლება ეძლევა სანქციები დაუწესოს იმ რუსულ კომპანიებს, რომლებიც დაკავშრებული არიან სამხედრო წარმოებასთან. სანქციები შესაძლოა შემოღებულ იქნას „როს ობორონ ექსპორტის“ წინააღმდეგ. ასევე სამხედრო შეიარაღების მწარმოებელ, გამყიდველ და გადამზიდავ კომპანიებზე, რომლებსაც იარაღი შეაქვთ სირიის, უკრაინის, რუსეთის და მოლდოვის ტერიტორიებზე ამ სახელმწიფოთა ხელისუფლების ნებართვის გარეშე. სანქციები შესაძლოა დაუწესდეს იმ კომპანიებს, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობმოპოვებაში და ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც კაპიტალს დებენ არქტიკაზე ნავთობის მოპოვებაში. კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტ ობამამ შესაძლოა საკუთარი შეხედულებით აუკრძალოს სახელმწიფო შესყიდვები და საქონლის მიწოდება და მომსახურება იმ პირებს, რომლებიც სანქციების ქვეშ მოხვდნენ, ასევე აკრძალოს ოპერაციები უძრავ ქონებაზე, რომლებიც აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ არიან. შეზღუდოს იმ პირთა საბანკო ოპერაციები და ფინანსური მიმოქცევები, მათ შორის აქციის შეძენები ვინც სანქციის ქვეშ მოხვდა. თუ სანქცია შეეხო ფიზიკურ პირს ის აშშ-ს ტერიტორიიდან გაძევებული იქნება და მისი ვიზა ანულირდება.


თუ პრეზიდენტი ობამა დაასკვნის, რომ გაზპრომი ნატოს ქვეყნებს, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას გაზის მიწოდებას ხელოვნურად უმცირებს კომპანიის მიმართ 45 დღის განმავლობაში შესაძლოა სანქცია იქნეს შემოღებული. ობამას ასევე უფლება ეძლევა სანქცია შემოიღოს იმ საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების წინააღმდეგ, რომლებიც მნიშვნელოვან ოპერაციებს ახორციელებენ იმ კლიენტებთან, რომლებიც სანქციის ქვეშ მოხვდნენ.

საფრთხე ემუქრებათ იმ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც ახალი კანონის გამოქვეყნებიდან 180 დღის შემდეგ რუსული იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არიან მოხვედრილები, ფინანსურ ოპერაციებს განახორციელებენ. ყველა ეს ღონისძიება კანონის მიხედვით აუცილებელ შესრულებას არ ითვალისწინებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42