გაზეთი „ვედომოსტი“ ცნობით სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერა ბაზრის ლიდერმა - ესპანურმა კონცერნმა „ინდიტექსმა“, რომელიც Zara-ს, Oysho-სა და Bershka-ს ფლობს, და „BNS Group”-მა, რომელიც რუსეთში Calvin Klein-ის, Armani Jeans-ის, Michael Kors-ისა და TopShop-ის ქსელებს მოიცავს. “BNS Group”-ის გენერალურმა დირექტორმა დენის ბოგატირიოვმა განაცხადა, რომ კომპანიამ პაუზა აიღო მიმდინარე წლის ბოლომდე, ან მომავალი წლის პირველი კვირის ჩათვლით. ტანსაცმლის ერთ-ერთი ფედერალური ქსელის მაღლი რანგის მენეჯერმა განმარტა, რომ კომპანიები ჯერჯერობით არ ცვლიან რუბლს სხვა ვალუტაზე და აყოვნებენ შეკვეთებისა და მიწოდების გადახდებს. იმავე რესპონდენტის თანახმად, რუბლის ახლანდელი კურსის გამო, გამყიდველ კომპანიებს, შესაძლოა, ახალი კოლექციების შესაძენი ფული არ დარჩეთ. გარკვეული პრობლემები წარმოიშობა იჯარის გადახდაშიც. კომპანიები იჯარის გაზაფხულამდე გადავადებასაც ითხოვენ.
ამერიკულმა საავტომობილო კონცერნმა „ჯენერალ მოტორსმა“ გამოაცხადა, რომ რუბლის კურსის არასტაბილურობის გამო გარკვეული ხნის განმავლობაში რუსეთის დილერებს თავის ავტომანქანებს ვერ მიაწვდის .
რუბლის კურსის ვარდნის გამო, მაღაზიებსა და რესტორნებში პროდუქციის შეტანა შეაჩერა რუსეთში ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა იმპორტიორმა Simple-მა. საქონლის მიწოდების განახლება დამოკიდებული იქნება სავალუტო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. არ გამორიცხავენ, რომ პროდუქციის ქსელში გავრცელება წინასწარი გადახდის საფუძველზე მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






