როგორ შევხვდეთ ახალ 2015 წელს
ეს საინტერესოა - 19:57, 18 Dec, 2014     3961
ახალ წელს მოუთმენლად ელის დიდი თუ პატარა, მაგრამ განსაკუთრებული საფიქრალი ოჯახის დიასახლისებს აქვთ. ჩვენი სტატიაც მათთვისაა განკუთვნილი, რათა საფიქრალი შევუმსუბუქოთ და ჩვენეული (ასევე ასტროლოგებისგან მიჩნეული) იდეები შემოგთავაზოთ.

ისევე როგორც ცხენი, თხაც ადამიანების მოყვარული, მშვიდობიანი, ბევრი სარგებლობის მომტანი, უპრეტენზიო ცხოველია. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ სრულიად მშვიდად იყოთ, რადგან ეს წელი ცუდს არაფერს გიქადით თუ თავად ძალით არ გამოჩხრეკთ. ხომ გაგიგიათ, „ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაცხარდა ცხარიაო"?! აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ეს წელი არ წყალობს შფოთიან, მოძალადე ადამიანებს. ყველა ჩანაფიქრი, რაც ბრძოლასთან იქნება დაკავშირებული უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად. თხა ასევე ესთეტიკის მოყვარული ცხოველია და ეს წელი განსაკუთრებით წარმატებული იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც სილამაზეს ემსახურება, ქმნის, აწარმოებს რაიმეს მშვენიერს და აღმატებულს.

როგორ გავაფორმოთ ინტერიერი?

ახალი წელი ლამაზად მორთული ნაძვის ხის გარეშე ხომ წარმოუდგენელი მოვლენაა. ის აუცილებლად მთავარ ადგილს დაიკავებს თქვენს ინტერიერში. ამასთან, 2015 წლის სიმბოლოდ ხის თხა ითვლება და ლოგიკური იქნება თუ ნაძვის ხესთან ერთად სწორედ ამ ფიგურას აირჩევთ თქვენი საცხოვრებელის ძირითად დეკორად. თხას სიმყუდროვე უყვარს. ამიტომ ეცადეთ თქვენი ინტერიერი არ გადატვირთოთ ბევრი ბრჭყვიალა ნივთებით, იყოს სადა, მაქსიმალურად რბილ ტონალობაში (მაგალითად, კრემისფერი), გამოიყენეთ ხის ან რომელიმე ბუნებრივი მასალის ფიგურები (მაგალითად, ქაღალდის ფიფქები). თუ მაინცდამაინც კაშკაშა ფერები მოგწონთ, უპირატესობა მიანიჭეთ მწვანეს და ლურჯს. ყველაზე განსაკუთრებული სამშვენისი, რომელიც ამ წელს შეიძლება შემოიტანოთ სახლში ეს ზარის ფორმის ფიგურაა, რომელიც თხასთან ასოცირდება.

რა ჩავიცვათ ახალ წელს?

ერთგვაროვანი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე რთული იქნება, რადგან ყველას საკუთარი სტილი აქვს აღნაგობისა და ასაკის მიხედვით. თვლიან, რომ თხა მოდის მოყვარული კრეატიული არსებაა. ამის გათვალისწინებით, ჩაცმულობა უნდა იყოს ელეგანტური, დახვეწილი და არა პომპეზური. შეიძლება გაითვალისწინოთ ფერები, რითაც თქვენი საახალწლო გარდერობი უნდა შეავსოთ: ყველაზე მიღებული 2015 წლისათვის არის თეთრი და შავი, ასევე ლურჯი და მწვანე ფერები. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ სამოსს არ ააჭრელებთ და მხოლოდ ერთ ფერში იქნება გადაწყვეტილი. ასევე ეცადეთ ბუნებრივი ქსოვილები აირჩიოთ. თუ საახალწლოდ კოსტიუმირებული კარნავალის გამართვა გაქვთ დაგეგმილი , ეცადეთ საშინელებათა ფილმების გმირები არ განასახიეროთ, რადგან გახსოვდეთ, რომ თხა ძალადობას ვერ იტანს.

სად და ვისთან ერთად უნდა შევხვდეთ ახალ წელს?

უკვე ავღნიშნეთ, რომ თხა სიმყუდროვის მოყვარული ცხოველია და ლოგიკური იქნება თუ ახალი წლის შესახვედრად არ წახვალთ რესტორანში, ან ხმაურიან კლუბებში და უბრალოდ ოჯახურ წრეში, ყველაზე ახლო მეგობრებთან ერთად, თბილ და მყუდრო ატმოსფეროში გაატარებთ ამ დღეს. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ სახლი გაქვთ ქალაქგარეთ (სოფელში, დაჩაზე), სწორედ ამ ადგილს მიაშუროთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. ეცადეთ საახალწლო ხმაურიანი სასროლი მაშხალებისა და ფეიერვერკებისგან თავი შეიკავოთ.

საახალწლო სუფრა

ეს ხომ წარმოუდგენელია ტრადიციული ქართული კერძების გარეშე - თქვენს სუფრას აუცილებლად დაამშვენებს ხაჭაპური, საცივი, გოზინაყი... მაგრამ გაითვალისწინეთ წლის ცხოველის ხასიათი და შეეცადეთ, სუფრაზე აუცილებლად იყოს რაც შეიძლება ბევრი მწვანილი, რამდენიმე სახეობის ბოსტნეულის სალათა და ხილის ასორტი. თავი შეიკავეთ გაყინული პროდუქტებისაგან და ეცადეთ ყველაფერი მხოლოდ ნატურალური მიირთვათ. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ სუფრაზე მარილი! ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ წლის ცხოველს მარილი ძალიან უყვარს.


წყარო perla.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42