გორში ახალგაზრდა მამაკაცმა ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობა სცადა, იგი ქალაქის ცენტრში, გორის „დილას“ სტადიონზე მდებარე განათების ბოძზე ავიდა , რომელიც დაახლოებით 70 მეტრია და იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. მამაკაცი მოქალაქეებმა შენიშნეს და საპატრულო და სამაშველო სამსახურებს გამოუძახეს. სამაშველო სამსახური დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა მამაკაცის ბოძიდან ჩამოყვანას, როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი გორიდან იუწყება, საბოლოოდ მამაკაცის განათების ბოძიდან უვნებლად ჩამოყვანა შესაძლებელი გახდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, აღნიშნულ ახალგაზრდას იგივე მეთოდით თავის მოკვლის მცდელობა ადრეც ქონდა. ამ დროისთვის მამაკაცი უკვე პოლიციაშია გადაყვანილი.
გიორგი ახალკაცი- გორი
მასალის გამოყენების პირობები






