რუსეთი უფრო და უფრო მკაცრად იცავს თავის ნაციონალურ ინტერესებს, მაგრამ თავს არავის ესხმის. მოსკოვს დასავლეთთან თანასწორი ურთიერთობები სურს და მისგან ნაციონალური ინტერესების პატივისცემას ითხოვს, განაცხადა პუტინმა.
„ჩვენ არავის ვუტევთ, არავის თავს არ ვესხმით , მხოლოდ ჩვენ ინტერესებს ვიცავთ. სწორედ ეს იწვევს დასავლეთის და უპირველეს ყოვლისა ამერიკის პარტნიორების უკმაყოფილებას და არა ის ქმედებები რომელსაც უსაფრთხოების სფეროში ვატარებთ“- განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
პუტინმა მაგალითად აშშ-ს და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მოიყვანა. რუსეთის ბიუჯეტი 50 მილიარდი დოლარია, პენტაგონის კი 10-ჯერ მეტი.“ და თქვენ გინდათ მითხრათ, რომ აგრესიულ პოლიტიკას ჩვენ ვატარებტ? ჯანსაღი აზრი არსებობს თუ არა? ჩვენ ვაყენებთ ჩვენს შეიარაღებულ ჯარებს აშშ-ს ან სხვა სახელმწიფოს საზღვრებთან? ვინ ათავსებს ნატოს ბაზების სამხედრო ინფრასტრუქტურას ჩვენს საზღვრებტან? ვინმე გვისმენს ჩვენ, რაიმე დიალოგი აწარმოეს ჩვენთან? არა, არავითარი. პასუხი ყოველთვის ერთია- თქვენი საქმე არაა, ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა. კარგი, მაშინ ჩვენც იგივეს გავაკეთებთ, ეს რატომაა ჩვენთვის აკრძალული?“- აღნიშნა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, სწორედ აშშ გავიდა ცალმხრივად ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებებთან დაკავშირებული შეთანხმებიდან. „რომელიც აშკარად მსოფლიო უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს“
„ჩვენ გამოვედით? არა , ეს აშშ-მ გააკეთა. ქმნიან საფრთხეებს ჩვენთვის, ათავსებენ სტრატეგიული სარაკეტო თავდაცვის ელემენტებს არა მხოლოდ ალიასკაზე, არამედ ევროპაშიც- რუმინეთში და პოლონეთში. და თქვენ გინდათ თქვათ, რომ აგრესიულ პოლიტიკას ჩვენ ვატარებთ?“- განაცხადა პუტინმა 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






