ვლადიმერ პუტინი რუბლის კურსის ვარდნასაც შეეხო და სიტუაციას გარე ფაქტორებით პროვოცირებული უწოდა, პუტინმა რუსეთის ცენტრალური ბანკის და ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს ადეკვატური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ოთხშაბათს დაფიქსირებული რუბლის კურსი შენარჩუნდება.
„„რათქმაუნდა დღევანდელი ეკონომიკის მდგომარეობა პროვოცირებულია, გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ, რაზეც ვსაუბრობდით და ვგეგმავდით არ გაგვიკეთებია.
ცენტრალური ბანკი არ აპირებს სრულად დახარჯოს თავისი რეზერვები, მთლიანი რუსეთის რეზერვი არის 8,8 ტრილიონი რუბლი.
რა თქმა უნდა ეკონომიკა გიზრდება და ჩვენ ამ სიტუაციას თავს დავაღწევთ, რამდენი დრო დასჭირდება ამას? სიტუაციიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არაუმეტეს 2 წლისა.“- განცხადა პუტინმა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთში არსებულ მდგომარეობას კრიზისი ეწოდოს, პუტინმა განაცხადა :“შესაძლებელია ამას კრიზისი ვუწოდოთ, რაც გინდათ უწოდეთ“ .პუტინმა ხელისუფლების მოქმედება დამაკმაყოფილებლად ჩათვალა , თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლებელი იყო უფრო სწრაფად მოქმედებაც. პუტინი მთავრობას ეკონომიკას რესტრუქტურიზაციისკენ მოუწოდებს. ექსპორტზე მუშაობას ურჩევს, რაც მისი აზრით დიდ სავალუტო სარგებელს მოიტანს.
მასალის გამოყენების პირობები






