პროკურატურა მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 10:49, 16 Jan, 2013     367
სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ვიქტორ ყაჭეიშვილს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინა.

მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებისა და პასპორტების შეჩერების შუამდგომლობით უკვე მიმართა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება ბრალდებულ სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძის გარდაცვალების, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების და მათი მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობების განხორციელების ფაქტზე. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის 18 სექტემბერს პასუხისგებაში მიეცა სამ სხვა პირთან: დ.ლსთან, გ. გსთან და ს.ჩსთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით. (აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ყველა პირი პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილია პოლიტპატიმრად და შესაბამისად 2012 წლის 12 იანვრის "ამნისტიის აქტის" საფუძველზე გათავისუფლებულია სასჯელისაგან).

ჯაშუშობაში ბრალდებულ სერგო თეთრაძეს პატიმრობა შეეფარდა, რის საფუძველზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც მოთავსებიდან მე-4 დღეს გარდაიცვალა. სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის სექტემბერში ფორმალურად დაიწყო გამოძიება, რომელიც მის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დანაშაულის არარსებობის გამო 2011 წლის 31 დეკემბერს შეწყდა.

შეწყვეტილ საქმეზე ვითომდა, ჩატარებული გამოძიებით, 23 სექტემბერს დაახლოებით, 22:00 საათზე საკანში მარტოდ მყოფმა ბრალდებულმა თეთრაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გამოიძახეს ექიმი, რომლის საკანში მისვლის დროისათვის თეთრაძე უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, თეთრაძე მიყვანიდან უმოკლეს დროში გონმოუსვლელად გარდაიცვალა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამოძიებას დადგენილი ჰქონდა, რომ დაზიანებები, რომლებიც თეთრაძეს აღენიშნებოდა დაკავებამდე მიიღო, ანუ 2011 წლის 17 სექტემბრამდე გაურკვეველ ვითარებაში.

2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ს. თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება გააუქმა და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ განახლდა გამოძიება. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების მონაწილეობით სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით არაერთხელ ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გულსისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით გარდაიცვალა. გამოძიებით დადგენილია, რომ პატიმრობის შეფარდებიდან მე-2 დღეს ბრალდებული-პატიმარი სერგო თეთრაძე, მე-8 დაწესებულების ტერიტორიიდან უკანონოდ ამავე დაწესებულების დირექტორის ალ. მუხაძის (ქილერა) მანქანით გაიყვანეს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიიყვანეს. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პატიმარი თეთრაძე დაახლოებით, 4-5 საათის შემდეგ, იმავე მანქანით, იმავე პირებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. თეთრაძეს ძალადობის, ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების კვალი აშკარად ეტყობოდა, რის გამოც სიარული უჭირდა. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 2011 წლის 19-23 სექტემბრის შუალედში სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში არაერთხელ სცემეს, აწამეს და შეულახეს ღირსება. ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი იყო ამავე ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული მე-2 პირი გ. გ, რომელმაც ასევე არ აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება და რომელიც უკვე პოლიტპატიმრადაა აღაიარებული.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ გ. გ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ასევე სასტიკად სცემეს და აწამეს საქართველოს შაიარღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავამ და სამხედრო პოლიციის სხვა თანამშრომლებმა. მას კისერზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა, იძულებით დააჩოქეს და ასეთ მდგომარეობაში აიძულებდნენ ევლო ხელებზე დაყრდნობით დაბმულ მდგომარეობაში, როგორც ოთახში, ასევე დეპარტამენტის დერეფანში.

გამოძიების მიერ ასევე დადგენილია, რომ მეგის ქარდავამ 2011 წლის 16 ივნისს ღამის საათებში თავდაცვის სამინისტროს მოქმედი სამხედრო ოფიცერი, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დ. ლ. ერთ-ერთ სამხედრო მოხელეს სამხედრო პოლიციის შენობაში მოაყვანინა, სადაც ალ. მუხაძესთან, მეტსახელად „ქილერასთან’’ და ამავე დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად 4-5 საათის განმავლობაში საშინლად სცემა და აწამა. აღნიშნულ ძალადობებში ასევე მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია აქტიურად მონაწილეობდა. ამგვარი მოპყრობისა და სქესობრივი ძალადობის განხორციელების მუქარით მათ მიიღეს დ. ლ-ს ე.წ. აღიარებითი ჩვენება, თითქოსდა, ის ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ, ვინაიდან ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და სურდა მისი აღდგენა. დ. ლ-ს ამგვარი ჩვენების საფუძველზე ს. თეთრაძე. გ. გ. და ს. ჩ. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით. გადატანილი ცემა-წამების, ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის შედეგად დ. ლ. მძიმედ დაავადდა.

გამოძიების მიერ დადგენილია მე-8 დაწესებულებაში სერგო თეთრაძის ცემა-წამების, ძალადობის უშუალო აღმსრულებლები. მათ შორის, სხვა დანაშაულებებისთვის მრავალჯერ ნასამართლვი მსჯავრდებული პატიმრები, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია როგორც წესი ხშირად იყენებდა სხვა პატიმართა მიმართ ძალადობის განხორციელების მიზნით. ამ პირებმა აღიარეს ს. თეთრაძის მიმართ ჩადენილი წამებისა და ძალადობის გარემოებები და აღნიშნეს, რომ ს. თეთრაძის ე.წ. „დამუშავება“ მათ დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილმა (მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი) და ოლეგ ფაცაციამ (ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი), რათა სერგო თეთრაძის აღიარება მიეღოთ. ისინი სცემდნენ და აწამებდნენ მას გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად იძალადეს მასზე, რის შემდეგაც პატიმარმა დაკარგა გონება და დაახლოებით, ნახევარ საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა მრავალი მოწმე, მათ შორის, ისინიც, ვინც უშუალოდ იძიებდნენ როგორც თეთრაძის გარდაცვალების საქმეს, ასევე ე.წ. ჯაშუშობის საქმეს დ. ლ-ს, გ. გ-ს, ს. ჩ.ს-ს და სერგო თეთრაძის მიმართ. მათი დაკითხვებით ირკვევა, რომ სამხედრო პოლიციის სხვადასხვა თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა უხეშ ფალსიფიკაციას, დაკავების ოქმების გაყალბებასა და სერგო თეთრაძისა და სხვა მასთან ერთად დაკავებული პირების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ცემას და სხვა სასტიკ მოპყრობას.

ასევე დადგინდა, რომ მე-8 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ ამ დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები.

ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ვიქტორ ყაჭეიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით წარედგინათ ბრალდება. კერძოდ, დასახელებულ პირებს ბრალი ედებათ წამებაში, წამების ორგანიზებასა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42