17 დეკემბერს რომის პაპის ფრანცისკეს დაბადების დღე ვატიკანში ორიგინალურად აღნიშნეს. მოედანზე შეკრებილმა ასობით წყვილმა პონტიფიკოსის პატივსაცემად ტანგო იცეკვა.
რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრი, პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. იგი არის ასევე პირველი არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ.
ხორხე არიო ბერგოლიო 2013 წელს აირჩიეს. პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი; 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.
ხორხე ბერგოლიო ბუენოს-აირესში დაიბადა, იტალიელი იმიგრანტების, რკინიგზის მუშაკისა და მისი ცოლის ხუთშვილიან ოჯახში. ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ვილია-დევოტოსსემინარიაში. 1958 წლის 11 მარტს „იესოს საზოგადოებაში“ შევიდა. სან-მიგელის მასიმო სან-ხოსეს კოლეჯში ბერგოლიომ მიიღო ლიცენციატის ხარისხი ფილოსოფიაში; ამის შემდეგ, სანტა-ფეს ლამაკულადის კოლეჯსა და ბუენოს-აირესის სალვადორის უნივერსიტეტში შეისწავლა ლიტერატურა და ფსიქოლოგია
1969 წლის 13 დეკემბერს არქიეპისკოპოსმა რამონ ხოსე კასტელიანომ აღკვეცა ბერ–მონაზვნად. პარალელურად იგი სწავლას განაგრძობდა სან-მიგელის სემინარიაში, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტებზე. აქვე მან თეოლოგიის პროფესორის ხარისხი მიიღო. 1980 წელს ის ამ სემინარიის რექტორი გახდა. პოსტზე 1986 წლამდე მუშაობდა. სადოქტორო დისერტაცია ბერგოლიომგერმანიაში დაიცვა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორდობაში მოძღვრად დაიწყო მსახური.

მასალის გამოყენების პირობები






