„ყირიმის დაბრუნების ეფექტი“ დიდხანს არ იმოქმედებს, პუტინის რეიტინგს საფრთხე ემუქრება
მსოფლიო - 15:45, 17 Dec, 2014     2896
რუსული რუბლის კურისი ვარდნამ, რუსულ საექსპერტო წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ამასთან დაკავშირებით "Газета.Ru" ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსეი მაკარკინი:

სიტუაცია შოკურია, მაგრამ ამ შოკის დაძლევის იმედი ჯერ კიდევ ბევრს აქვს , ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ პროცესის ხანგრძლივობაზე, მოსახლეობას ჯერ არ უგრძვნია გაუარესება, მაგრამ შემთხვევით არ მომხდარა, რომ მოვაჭრეებმა ნებართვა ითხოვეს ფასები „პირობით ერთეულებში“ გამოსახონ, ამასთანავე პირობით ერთეულში იგულისხმება არა დოლარი არამედ ევრო, უფრო ძვირი ვალუტა. როდესაც მოსახლეობა ამას იგრძნობს, რეაქცია სხვადასხვაგვარი იქნება: ზოგი ხარჯებს შეამცირებს, ზოგი სამსახურის ძებნას, ზოგი ლოთობას,ზოგი კი წასასვლელი ადგილის ძებნას დაიწყებს. ეს იქნება 90-იანი წლების მსგავსი რეაქცია.

90-იანი წლებში იყო პროტესტი, მაგრამ სიტუაცია იყო სხვაგვარი, სხვათა შორის , საპროტესტო აქციაში მოსახლეობის უმრავლესობა არ მონაწილეობდა. ქუჩებში ძირითადად მაღაროელები გამოდიოდნენ-ისინი კი ძალიან ბევრნი არ არიან.

მაგრამ მაშინ დამოკიდებულებაც სხვაგვარი იყო, ახლა თუ ვინმე ეცდება პროტესტის ორგანიზებას, ხელისუფლების რეაქცია ბევრად უფრო სასტიკი იქნება.

კოლექტიურ ქმედებებს ადგილი მაშინ ექნება, როდესაც მოხდება რამე ექსტრაორდინალური ან ამუშავდება 2-3 ნეგატიური ფაქტორი, მაგალითად დაიხურება საწარმო და გაიზრდება კომუნალური გადასახადები. თუ ზოგიერთი ფაქტორი იმუშავებს ადგილობრივ დონეზე, შესაძლოა მოხდეს სოციალური აფეთქება. პირველ რიგში დაიწყება პრეზიდენტის და ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა. პრეზიდენტის რეიტინგი შემცირდება , მაგრამ არა არსებითად , რადგან მოსახლეობის უმრავლესობისთვის,“ თუ პრეზიდენტის არ გჯერა, მაშინ ვისი უნდა გჯეროდეს“

ტატიანა სტანოვაია . პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის პოლიტოლოგი.

„სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე. პირველი- რამდენად მზად არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან , ისევ სისტემაში დარჩნენ. თუ შემდგომი მოვლენები ნეგატიურად აისახა მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების მხარდაჭერაზე, ეს ხელისუფლების სისტემაზეც აისახება. მეორე ფაქტორი - რამდენად შეძლებს პუტინი შეინარჩუნოს ელიტის ერთიანობა. შეეგუება ელიტა დღევანდელ გარემოში ცხოვრებას?! პუტინს ელიტაში განხეთქილება უფრო აშინებს ვიდრე სოციალური პროტესტი.

იქნება პრობლემები ბიზნესში, დაიწყება კადრების შემცირება, უმუშევრობის ზრდა. მაშინ ჩვენ დავინახავთ რამდენად შეძლებს ხელისუფლება კონტროლის დამყარებას. ასეა თუ ისე, იმ სიტუაციაში , რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით შეუძლებელია პრეზიდენტის რეიტინგი 80%-ის დონეზე იყოს, ძლიერი საინფორმაციო რესურსების ფლობის შემთხვევაშიც კი. „ყირიმის დაბრუნების ეფექტი“ დიდხანს არ იმოქმედებს და მალე გაქრება. მოქალაქეებს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა უკვე თავისთავად ფაქტად მიაჩნიათ.

კონსტანტინ კალაჩევი პოლიტოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

სოციალური კეთილდღეობის დაკარგვა მოქალაქეებისთვის ახალი წლის მერე უფრო საგრძნობი გახდება, როდესაც ისინი მაღაზიებში ახალ ფასებს დაინახავენ.

იმავდროულად პირველი რეაქცია ინება შოკი, მეორე გაშეშება, თუმცა მომავალი წლის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია ისევ ინერციით განვითარდება. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ყველაფერი მალე მოგვარდება და ხელისუფლება გამოიყენებს იმ გამოცდილებას , რომელიც 2009 წლის კრიზისის დროს დააგროვა.

იმისთვის რომ ეკონომიკური კრიზისი გადაიზარდოს სოციალურში, ხოლო სოციალური პოლიტიკურში , უნდა გავიდეს არანაკლებ ერთი წელი. სოციალურ კრიზის წინაშე ჩვენ 2015 წლის ბოლოს აღმოვჩნდებით - ეს ის პერიოდია როდესაც კარს არის მომდგარი დუმას არჩევნები 2016 წელს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც მოახლოებულია.

პრონციპში , შესაძლებელია პროტესტის პასიური ფორმების არსებობა: მაგალითად სოციალურ ქსელში დაიწყება ხელისუფლების უფრო მძაფრი კრიტიკა. გაქტიურდება ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება. ხელისუფლების და პრეზიდენტის რეიტინგის კოლაპსი შეიძლება მოხდეს 2016 წელს თუ მანამდე სიტუაცია არ გამოსწორდა. მანამდე კი რუსეთის მოსახლეობა სახელმწიფოს მეთაურისგან სასწაულს ელის.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42