სისხლის კვალი კედლებზე, სიცივე საკნებში და ანტისანიტარია - ომბუდსმენის მორიგი განცხადება
სამართალი - 14:24, 17 Dec, 2014     1812

საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში პატიმართა მდგომარეობასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მინისტრს მიმართა.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2014 წლის 2 დეკემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები არაერთხელ შეხვდნენ და ესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებს - გ.კ.-ს, ნ.მ.-ს, გ.ბ.-სა და გ.ბ.-ს.

შეხვედრების დროს შედგენილი ოქმებით, ახსნა-განმარტებებითა და დაწესებულებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულმა ოთხმა მსჯავრდებულმა 2014 წლის 28 ნოემბრიდან სხვადასხვა დღეს დაიწყეს შიმშილობა, ხოლო იმავე პერიოდში მსჯავრდებულებმა გ.კ.-მ, ნ.მ.-მ და გ.ბ.-მ მიიყენეს მრავლობითი თვითდაზიანება.

მსჯავრდებულებთან გასაუბრების დროს შედგენილი ოქმებით დასტურდება, რომ მათ მიერ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა გამოწვეული იყო სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებით (არ ეძლევათ გასეირნების უფლება, ტანსაცმლის გარეცხვის შესაძლებლობა და ა.შ.), პატიმრებისათვის პირადი ნივთების ჩამორთმევის პრაქტიკის, არასათანადო და არაპროპორციული დისციპლინური სახდელების დადების გამო, რაც მათი განცხადებით, მუდმივად გამოიყენება დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების მიმართ, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით. მსჯავრდებული გ.კ. ასევე აცხადებდა, რომ მას დაწესებულების თანამშრომლები სთხოვდნენ იმ საჩივრებზე უარის თქმას, რომელიც სასჯელაღსრულების N 8 და N 2 დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას ეხებოდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ საკნის დათვალიერების შედეგად (სადაც მოთავსებული იყვნენ გ.კ. და ნ.მ.-მ) დადგინდა, რომ საკანში, ასევე, საპირფარეშოში არ იყო დამონტაჟებული ნათურა, ხოლო, ბუნებრივი განათება არ იყო დამაკმაყოფილებელი. საკნის კედლებზე და კარებზე შეინიშნებოდა სისხლის კვალი. მსჯავრდებულთა განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენდა თვითდაზიანების კვალს. საკანში იყო ანტისანიტარია, სავენტილაციო სისტემის ფუნქციონირების მიუხედავად იგრძნობოდა მძაფრი სუნი, კედლები ნესტიანი და ბინძური, საკნის ფანჯარაში არ იყო ჩასმული მინა, რის გამო ცენტრალური გათბობის მიუხედავად, საკანში იყო სიცივე. მსჯავრდებულთა განმარტებით, საკნის დასუფთავებაზე დაწესებულების პერსონალი უარს აცხადებდა. ასევე, არ აძლევდნენ საჭირო ინვენტარს. მსჯავრდებულ გ.კ.–ს განცხადებით, 2014 წლის 28 ნოემბერს საკანში გადაუკეტეს წყალი 3 დღის განმავლობაში.

აღნიშნული ოთხი მსჯავრდებულის საქმის მასალების, მათი ახსნა–განმარტებების და საკანში არსებული პირობების შესწავლის შედეგად, 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და მოითხოვა ყველა საჭირო ღონისძიების გატარება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში არსებული პატიმრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, იქამდე ვიდრე არ მოხდება ამ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების სრულად ეტაპირება სხვა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელთ არსებული ყველა ზომის გატარება, მსჯავრდებულების - გ.კ.-ს, ნ.მ.-ს, გ.ბ.-სა და გ.ბ.-ს ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ღირსების შესაბამისი პირობების შექმნისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ასევე მიმართა შესაბამისი ინსტრუქციების გაცემის მოთხოვნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებების დირექტორების მიმართ, რათა მათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42