შინაგან საქმეთა სამინისტრო ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც „ნიუპოსტს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულიხსმობს.
„ახალგაზრდებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს, რის გამოც მოხდა მათი დაკავება“, - აცხადებენ შსს-ში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდა ბიჭი შეყვარებულს სერენადა უმღეროდა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.
„მოულოდნელად სამოქალაქო მანქანიდან გადმოხტნენ ჩვენი საამაყო პოლიციელები და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე მოინდომეს ბიჭების დაკავება.. დედასთან გავიქეცი,მომეხმარე, შენი შვილები მიყავთ პოლიციაშითქო,ისიც კისრისტეხით გამოიქცა და იცით რა მოხდა?! გამწარებულ დედას პოლიციამ დედის გინება დაუწყო...“, - წერს „ფეისბუქზე“თამარ ფრანგიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






