შს მინისტრი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა
სამართალი - 10:22, 17 Dec, 2014     1240

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა და სპარინგს დაესწრო. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებთან ერთად, შსს-ს აკადემიის სპორტდარბაზში ივარჯიშეს და მოქმედ ჩემპიონებთან მეგობრული სპარინგი გამართეს. ღონისძიების მიზანი ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა იყო.

შს მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, „შინაგანსაქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი“ მიმდინარე წლის მაისში დაარსდა.კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია და ისინი მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე, სხვა საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან. სპორტსმენები იაპონიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. ტოკიოში გამართულ პოპულარულ ტურნირში (დიდი შლემის ტურნირი) ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავეს. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრები 18 დეკემბერს ჰოლანდიაში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის გუნდური პირველობისთვის იჭიდავებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დალაქიშვილი ყოფილი ძიუდოისტები არიან. მათ ქართველ სპორტსმენებს ჰოლანდიაში ტურნირზე წარმატებები უსურვეს. ქართველი ძიუდოისტები შეუერთდნენ შსს-ს კამპანიას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ევროპულ სარბიელზე კამპანია „არა ძალადობას!“ სამკერდე ნიშნებით წარდგებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42