ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მზადყოფნა გამოთქვა წავიდეს აღმოსავლეთ უკრაინაში და მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩაერთოს. ამის შესახებ НТВ იუწყება.
„მე ვაპირებ, რუსეთის პრეზიდენტს ამ თანამდებობიდან გათავისუფლება მოვთხოვო, რომ დონბასში წავიდე- დავიცვა იმ მოქალაქეების ინტერესები, ვინც ახლა იქ ომობს და გავანადგურო და მოვსპო ის სატანები, რომელთაც ღირსება და სინდისი არ აქვთ“- განაცხადა კადიროვმა.
უკრაინის უმაღლესი რადას განცხადებასთან დაკავშირებით,მ რომელიც კადიროვის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას ეხებოდა, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მისთვის უმნიშვნელოა და რადამ რაც უნდა ის ილაპარაკოს.
კადიროვი ამერიკას და დასავლეთს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,რომ რუსეთს ვერავინ დააჩქოებს.
შეგახსენებთ, რომ კადიროვმა უკრაინაში საბრძოლველად წასვლის განცხადება, ჯერ კიდევ ყირიმის ოკუპაციამდე გააკეთა. მაშინ მან განაცხადა, რომ ის მზად იყო ყირიმში საბრძოლველად წასავლელად. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვს დაქვემდებარებული ჩეჩნური ბატალიონი, უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსი სეპარატისტების და ბოევიკების მხარეს იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები






