მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მკვეთრად გაზარდა ამოსავალი საპროცენტო განაკვეთი რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად. რუბლის კურსი ვარდნას მაინც აგრძელებს. მოსკოვის ბირჟის ოფიციალური საიტის მიხედვით მოსკოვის დროით 15:50 საათზე დოლარი 72 რუბლი ღირდდა , ხოლო ევრო - 92 რუბლი.
მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს ერთი დოლარის ფასი 63 რუბლს გასცდა, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ ამოსავალ საპროცენტო განაკვეთს 10,5%-დან 17%-მდე ზრდის . ამასრუბლის გაძლიერება - დოლართან მიმართებით 60-მდე ჩამოსვლა მოჰყვა , თუმცა მოგვიანებით რუბლი კვლავ გაუფასურდა.
15 დეკემბერს რუბლის მკვეთრად, 10%-ით გაუფასურების შედეგად, წლევანდელი მაჩვენებლებით, მას ღირებულების თითქმის 50% აქვს დაკარგული - ამით მან უკრაინულ ვალუტას, გრივნას გაუსწრო, რომელიც წელს მსოფლიოში ყველაზე მკვეთრად გაუფასურებული ვალუტა იყო.
მასალის გამოყენების პირობები






