ჯერჯერობით მუშაობა არ განუახლებულია ზაპოროჟიეს აეროპორტს. ანტიტერორისტული ოპერაციების პრეს მდივანის ვლადისლავ სელეზნევის განცხადებით, ზაპოროჟიეს აეროპორტში ისევ მიმდინარეობს ანტიტერორისტული ღონისძიებები.
აეროპორტების დაკეტვას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების უკავშირებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურიც.
თვითგამოცხადებული ნოვოროსიის საინფორმაციო სააგენტო "ნოვოროსია" ზაპოროჟიეს აეროპორტის დახურვის შესახებ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, სააგენტოს ცნობით 13 დეკემბერს ადგილობრივი დროით 23:30 წუთზე აეროპორტში შეერთებული შტატებიდან ორი სატრანსპორტო თვითმფინავი დაეშვა, ორი საათის შემდეგ კი კიდევ ორი „ჰერკულესი“. ე.წ მეამბოხეების დაზვერვის მონაცემით ტვირთი, რომელიც თვითმფრინავებმა ჩამოიტანეს ყუთებშია და მიმდინარეობს მათი გადმოტვირთვა. შეგახსნებთ, რომ ამ ინფორმაციას საინფორმაცია სააგენტო "ნოვოროსია" აქვეყნებს, რომელიც პრორუსი სეპარატისტების და "ბოევიკების" საინფორმაციო საშუალებაა.
მასალის გამოყენების პირობები






