"შსს-მ ჩათვალა, რომ მომეტებულ საფრთხეს შევიცავდი"- რატომ დააპატიმრეს IDFI-ს დირექტორი
სამართალი - 16:18, 16 Dec, 2014     2555
რამდენიმე დღის წინ IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი პოლიციამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას პოლიციამ იარაღი აღმოუჩინდა. მოხდარის დეტალებზე გიორგი კლდიაშვილი საკუთარი ,,ფეისბუქის" გვერდზე წერს.

კლდიაშვილი თავის დაპატიმრებას, მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიურობას უკავშირებს და იმის გამო, რომ მასთან დაკავშირებულმა სასამართლო დავამ ორგანიზაციის რეპუტაციას საფრთხე არ მიაყენოს, დირექტორის მოვალეობის შესრულებას დროებით წყვეტს.

„პროფესიით ისტორიკოსი ვარ. განსაკუთრებით მაინტერესებს რეპრესიების პერიოდი. ვმუშაობ არქივებში, ვიკვლევ საარქივო დოკუმენტებს. ვცდილობ დავადგინო სად არის რეპრესირებულთა დახვრეტის ადგილები, ვისი რეაბილიტაცია მოხერხდა. წლების განმავლობაში ვხვდებოდი რეპრესირებულების ოჯახების წევრებს და ვუსმენდი მათ ისტორიებს. მაინტერესებს რეპრესიებთან დაკავშირებული არტეფაქტები. წერილები, სურათები, ნივთები. ამ ნივთებს ვაგროვებ. მიყვარს საბრძოლო ხელოვნება. განსაკუთრებით მაინტერესებს ძველი ხმლები, ცეცხლსასროლი იარაღი. ხშირად დავდივარ „მშრალ ხიდზე“. იქ ყველა მიცნობს. ვეძებ იშვიათ ნივთებს.

ორი კვირის წინ, ჩემი კოლექციიდან ერთ-ერთი გამორჩეული იარაღი (Parabellum (Luger P08 - 1921 წლის გამოშვება) წავიღე ხელოსანთან, იარაღის მაღაზიაში გასაკეთებლად. ლულა ჰქონდა გაღუნული და მინდოდა შემეკეთებინა. ხელოსანს მოველაპარაკე და დავუტოვე ჩემი იარაღი. დაახლოებთ კვირის თავზე, როდესაც ხელოსანი დამიკავშირდა, მივედი იარაღის წამოსაღებად. საკმაოდ უგუნურად მოვიქეცი და იარაღის გადატანის ნებართვა არ ავიღე წინასწარ. არადა 20 ლარიანი ქვითარი იყო საჭირო. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივად არის შესასრულებელი.

ჩემზე გაფორმებული ანტიკვარული იარაღი დავშალე, ტყვიები და მჭიდი მე არ მქონია. ოთხად დაშლილი ჩავდე საბარგულში და სახლისკენ წავედი. გზაში პოლიციამ გადამაყენებინა მანქანა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, კრიმინალურმა პოლიციამ. აღმოჩნდა მითხრეს რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ და რომ მათი ცნობით გარკვეული არაკანონიერი ნივთი უნდა მქონოდა თან. უკანონო არაფერი მქონდა, თუმცა ვუთხარი რომ ჩემი იარაღი საბარგულში მედო და რომ ხელოსნისგან სახლში მომქონდა. გავხსენი საბარგული, ჩემი ხელით ამოვიღე და ვაჩვენე. გამომართვეს, ააწყვეს, დაათვალიერეს. მითხრეს რომ იარაღის ტარება არ შემეძლო, თუმცა სერიოზული სანერვიულო არაფერი იყო რადგან ასეთი ქმედება, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმით იფარგლებაო. ადგილზე არ დავუკავებივართ. მე დაველოდე მათ გარკვეული დროის განმავლობაში (დაახლოებით ორ საათს) და საბოლოოდ, მთხოვეს პოლიციაში გავყოლოდი. პოლიციაში მისვლის და ორ საათიანი დაკითხვის შემდეგ დამაპატიმრეს. მოვლენათა ასეთი განვითარება საკმაოდ მოულოდნელი იყო. აღმოჩნდა რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევას მედავებიან - დანაშაულის ჩადენას. კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილს. რაზეც სასჯელის სახით გათვალისწინებულია, ჯარიმა ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.

მითხრეს, რომ ორი დღე მოდულის შენობაში იზოლატორში საკანში გავატარებდი. ეს სრულად მოულოდნელი იყო. მე ადვოკატსაც არ დავკავშირებივარ, იმდენად არ მეგონა, რომ ეს პრობლემური საკითხი იყო, ჩემი ნებით დავთანხმდი დაკითხვას. განვუმარტე, რომ არ ვაპირებდი მიმალვას და საჭიროების შემთხვევაში გამოვცხადდებოდი სადაც დამიბარებდა გამოძიება. მიუხედავად ამისა, მათ მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მე ბრალის წაყენებამდე „იზოლატორი უნდა მენახა“.

იურისტი არ ვარ, მაგრამ უნდა გამეთვალისწინებინა რომ მიუხედავად იმისა რომ ჩემი სამივე საკოლექციო იარაღის, რომელიც კანონიერად მაქვს გაფორმებული, უნებართვო გადატანისთვის შესაძლებელია პრობლემები შემქმნოდა. არც პირველი ვარ ასეთი და ალბათ არც უკანასკნელი. რა თქმა უნდა ისიც ვიცი, რომ კანონის არ ცოდნა არ მათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

„მოდულის შენობის“ იზოლატროში ყოფნისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალს არ წამიყენებდნენ. მაგრამ კვირას ბრალი წამიყენეს და კვირასვე ჩატარდა სასამართლო პროცესი. პროკურორმა წარმოადგინა საქმის მასალები. იარაღის ექსპერტიზის შედეგები. მოსამართლემ შეკითხვები დაგვისვა და დაადგინა, რომ ჩემი დაპატიმრების საფუძველი არ არსებობდა და რომ შსს-იმ და პროკურატურამ არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ, რომ უკანონოდ და უსაფუძვლოდ ჩამამწყვდიეს იზოლატორში. საინტერესოა, რომ ეს თავად პროკურორმაც აღიარა პროცესზე. ჩემთვისაც თავიდანვე გაუგებარი იყო და დარჩა დაპატიმრების გარდაუვალობის საკითხი. არანაირ საფრთხეს მე არ წარმოვადგენ საზოგადოებისთვის. მიმალვას არ ვაპირებ. არც ქვეყნიდან წასვლას. მოკლედ, აღკვეთის ღონისძიებად 1,500 ლარიანი გირაო შემეფარდა. მოსამართლემ დარბაზშივე გამათავისუფლა. გადასახდელად ვადა მომცეს და სასამართლო პროცესი იანვარში ჩაინიშნა.

ჩვენი საქმიანობით, ალბათ, საკმაოდ შევაწუხეთ ძალოვანი სტრუქტურები. ამის თაობაზე დელიკატურად მიმითითეს კიდეც სამინისტროში ყოფნისას. კერძოდ, მკითხეს თუ რატომ შეგვყავს საზოგადოება შეცდომაში და რატომ ვსაუბრობთ უკანონო მოსმენებზე. ჩვენ მათ ვთხოვთ საჯარო ინფორმაციას, სამართლიანად ვაკრიტიკებთ. 17 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო პროცესიც გვაქვს, საჯარო ინფორმაციის არ მოწოდების გამო.

დღეის მდგომარეობით ვსწავლობ კანონებს და ვმეცადინეობ ადვოკატთან ერთად. რატომ ვწერ ამას. უნდა მეფიქრა რომ ჩემი საკოლექციო იარაღის გადატანა ხელოსანთან არ არის მარტივი ამბავი. უფრო სწორედ მარტივი კი არის, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა რომ ჩემი დაპატიმრება იყო საჭირო, რადგან საზოგადოებისთვის მომეტებულ საფრთხეს შევიცავდი.

დავფიქრდი მომხდარის გავლენაზე იმ ორგანიზაციის რეპუტაციაზე, რომლის დირექტორიც ვარ. ჩემთვის ძალიან ძვირფასია IDFI და ის მნიშვნელოვანი საქმე, რომლითაც ყოველ დღე ვართ დაკავებული. ჩადენილმა ქმედებამ არ მინდა დააზიანოს ორგანიზაცია და გააქარწყლოს საზოგადოების მაღალი ნდობა და მოლოდინი IDFI-ს საქმიანობის მიმართ. ამიტომ, გადავწყვიტე რომ სასამართლო დავის დასრულებამდე, აღარ შევასრულო დირექტორის მოვალეობები. ეს მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაციისთვის.

ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორი ორგანიზაციების და საზოგადოების წინაშე დიდ ბოდიშს ვიხდი ჩემი დაუფიქრებელი ქმედების გამო! ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების და აქტივობების ფონზე.

დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის ყველა ჩემს კოლეგას, მეგობარს და კეთილისმსურველს. მომხდართან დაკავშირებით დამატებით კომენტარს აუცილებლად გავაკეთებ მას შემდეგ, რაც საქმის განხილვა დასრულდება. ასევე დიდი სიამოვნებით მივიღებ იურიდიულ კონსულტაციებსაც ჩემი საქმის გარშემო.

ასევე, მინდა ვუთხრა მათ, ვისაც გაეხარდება ამ პოსტის წაკითხვა (დარწმუნებული ვარ, რომ ასეთებიც იქნებიან), რომ მიუხედავად ყველაფერისა, ერთი წამითაც არ შევაჩერებ ჩემს საქმიანობას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის განვითრებისთვის საქართველოში."- წერს კლდიაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42