პროკურატურა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრსას განაცხადა.
რა საგამოძიებო მოქმედებებზეა საუბარი, ბესელია არ აკონკრეტებს.
„მქონდა რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე საუბარი. ვიცი, რომ გამოძიებამ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გადაწყვიტა,“ - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ კომენტარი ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული მიხეილ ძაძამიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც გააკეთა.
„რაც შეეხება ძაძამიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, აქ ორი ფაქტორია. ერთი ის, რომ საპატიმრო ვადები იწურება და მეორე ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ რეკომენდაციას, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყო პატიმრობის გამოყენების ფაქტები წინასწარი გამოძიების ეტაპზე“, - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






